“სიყვარული” – ვილეროი და ბოხისა და რუსუდან ფეტვიაშვილის კოლაბორაციით შექმნილი თეფში
გააზიარე სტატია
“სიყვარული” – ასე ჰქვია ვილეროი და ბოხისა და მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილის კოლაბორაციით შექმნილ ახალ თეფშს.
პროექტი, რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის და ქართული ხელოვნების ცნობადობის გაზრდაა, ვილეროი და ბოხის ქართულმა წარმომადგენლობამ რამდენიმე წლის წინ განახორციელა.
ქართველი ხელოვანისა და გერმანული ბრენდის კოლაბორაციის შედეგად პირველად შეიქმნა ჭიქების სამი ვერსია. თეფშებიც ასევე სამ სერიად გაიყიდება.
ახალ ლიმიტირებულ კოლექციაში 500 თეფშია. მისი შეძენა მომხმარებელს უკვე შეუძლია ვილეროი და ბოხის მაღაზიაში, რომელიც თბილისში 2005 წლიდან არსებობს.
გერმანული ბრენდის – ვილეროი და ბოხის მაღაზია, რომელიც 1748 წელს დაარსდა, უკვე მსოფლიოს 125 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ფირმა უმაღლესი ხარისხის ფაიფურსა და მინას აწარმოებს.