fbpx

“ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ — ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმი


გააზიარე სტატია

 

ზაზა ხალვაშის უკანასკნელი ფილმი ერთ იტალიურ ეზოზე გვიყვება, რომლის მცხოვრებლების ბიოგრაფიები და ისტორიები ისევეა ერთმანეთში გადაჯაჭვული, როგორც კარგად ნაცნობი თბილისური იტალიური ეზოს არქიტექტურა.

 

“ეს არის შავ-თეთრი ფილმი ფერად ისტორიებზე“. –  ზაზა ხალვაში

ფილმის პროდიუსერია თეკლა მაჭავარიანი. ოპერატორი კი გიორგი შველიძე. “ყველა სცენაში შევეცადეთ, რომ სხვადასხვა ფორმებით გვეთამაშა — ერთი სცენა გადაგვეღო სტატიკა, მეორე სცენა გადაგვეღო ხელით, მესამე სცენა გადაგვეღო ურიკით და ა.შ.” ამბობს გიორგი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ მომზადებულ ვიდეოში.

 

“ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ზაზა ხალვაშის ბოლო ნამუშევარია – რეჟისორი ფილმზე მუშაობის დასრულებამდე გარდაიცვალა. სამწუხაროდ, შემოქმედებით გუნდს, მეგობრებსა და ოჯახს ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, ზურაბ ქავთარაძეც დააკლდა. 

ვიდეოში, რომელსაც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს, შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო კადრები ფილმის გადასაღები მოედნიდან:

 

“ფილმის გადაღებები 2019 წლის ოქტომბერში ქალაქ ბათუმში დაიწყო. ვინაიდან ფილმი იტალიური ეზოს მცხოვრებლებზეა, რომელთა ისტორიებიც ერთმანეთს კვეთს, ამბავს არ ჰყავს მთავარი გმირი, ყველა პერსონაჟი ერთნაირად მნიშვნელოვანია“, – ამბობს ზაზა ხალვაშის შვილი, სალომე ხალვაში AT.ge-სთან.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.