fbpx

„სიზმარი“ – შეგრძნებების მულტიმედია გამოფენების სერია მე-3 სეზონს მართავს


გააზიარე სტატია

„სიზმარი“ მულტიმედია გამოფენების სერიაა, რომელსაც ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მომუშავე არტისტები ქმნიან. 12|13|14 ნოემბერს მესამე „სიზმარი“ გაიმართება, რომელზეც ექვსმა ხელოვანმა წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმუშავა.

„თბილისში გაფანტული ექვსი ადგილი დავაკავშირეთ ერთმანეთთან audio stream & video კამერების დახმარებით და ქლაუდის გამოყენებით მოვახდინეთ ექვს ლოკაციაზე აუდიო სტრიმინგი რეალურ დროში. ასევე, ლოკაციებზე დამონტაჟებული კამერები იწერდნენ ადამიანების უნიკალურ კადრებს, რაც მეფინგის ფორმით ინსტალაციაში გამოვიყენეთ. ადგილები ერთმანეთთან ინტერნეტით დავაკავშირეთ.“

გამოფენა ორ ნაწილად იყოფა: ბუნება და სოციუმი. ბუნების გამოსახატად გამოყენებულია ბუნებრივი მასალები. „სიზმარში“ მოსული ადამიანები, ინტერაქციულ რეჟიმში, ერთად ქმნიან აუდიო-ვიზუალურ ინსტალაციებს და პროექტის მეორე ნაწილს – სოციუმს. შედეგად, შემთხვევით, თუ დაგეგმილად ჩართულ ადამიანებთან ერთად იქმნება ჰარმონია სოციუმს და ბუნებას შორის.

მულტიმედია გამოფენაში მონაწილეობენ ხელოვანები: ლევან აბრამიშვილი, დოდო ჩხეიძე, გიორგი კობერიძე, Vazha Marr, ლევან ქუთათელაძე, ლიზა რომანოვსკა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.