fbpx

TBC x Meama x ხელოვნების სასახლე


გააზიარე სტატია

თიბისი  პროექტის, „ქართული ქსოვილის“ ფარგლებში ახალ კოლაბორაციას გვთავაზობს. TBC x Meama x ხელოვნების სასახლე ქართულ კულტურას ახალ სიცოცხლეს შესძენს. ბრენდები გაერთიანებული ძალებით ტრადიციულ ქართულ მოტივებზე ახალ და საინტერესო პროდუქციას შექმნიან.

 

ქართულ ქსოვილთან   და ტექსტილთან დაკავშირებული პროექტი თიბისიმ კულტურის ისტორიის მუზეუმთან ერთად 2018 წელს დაიწყო და ის მიზნად ისახავს ისტორიის ახალი ხედვით გაცოცხლებას, ქართული ქსოვილის ქვეყნის მასშტაბით პოპულარიზაციას და მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად ქცევას.

ქართულ ქსოვილში შეიძლება დაინახოთ ვენეციური დოჟების ქსოვილისათვის დამახასიათებელი, ასევე სპარსეთის შაჰების გარდერობში არსებული სამოსის და მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის ტრადიციული ორნამენტები. ეს ყველაფერი ქმნის იმ განუმეორებელ ეფექტს, რომელიც მხოლოდ საქართველოშია“, – ამბობს გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი.

თიბისი-მ არაერთხელ დაამტკიცა ის, რომ ქართული კულტურა, როგორც ერის თვითმყოფადობის საყრდენი, მნიშვნელოვანი ფასეულობაა მისთვის. შესაბამისად, ხელოვნების სასახლესთან თანამშრომლობის იდეაც ისევ და ისევ ქართული კულტურული მემკვიდრეობის სიყვარულით დაიწყო.

ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით თიბისი ცდილობდა ქართული ქსოვილის პოპულარიზაციას: დაინტერესებულ დიზაინერებს და სტარტაპებს, ხელოვნების სასახლესთან ერთად მიეცათ ტრადიციული ქართული ქსოვილის და ორნამენტის გამოყენების უფლება, მათ ეს ყველაფერი გადაიტანეს თავიანთ პროდუქციაზე და შეიქმნა ერთი დიდი კოლექცია, რომელიც გაერთიანდა საიტზე qsovilebi.ge. აქ ისეთი ნივთები შეგხვდებათ, როგორიცაა ტანსაცმელი, ბავშვის სათამაშოები თუ სახლის აქსესუარები. ამ პროექტის ფარგლებში თიბისი კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ  ქართული კულტურული მემკვიდრეობის ახალი სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, გაჩნდა სურვილი, რომ ქსოვილის პატერნები ყოველდღიურად გამოსაყენებელ ნივთებზე გადაეტანათ.

 „ყოველდღიურობაში ქართული ქსოვილის პატერნების გამოყენება მეტ პოპულარობას შესძენდა მას, თუმცა ამავდროულად, ბრენდი, რომელთანაც ვითანამშრომლებდით, უნდა ყოფილიყო იმ ღირებულებების გამზიარებელი, რაც ჩვენ გაგვაჩნია… ასე მივედით „მეამასთან“ და ორმა ქართულმა ბრენდმა, ხელოვნების სასახლესთან ერთად, გავაგრძელეთ იმ გზაზე სიარული, რასაც საკუთარი ქვეყნისა და კულტურის სიყვარული ჰქვია, – ამბობს ტამი ბარნოვი, თიბისი-ს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი.

 

ტრადიციული ქართული ქსოვილის შთაგონებით, “მეამამ” თანამშრომლობის პირველ ეტაპზე “მეამა ქოლექთისთვის” ორი უნიკალური კოქტეილი შექმნა. ქართული რთველის ტრადიციით შთაგონებული, ყავისა და ჩაის ორი სასმლის წამყვანი ინგრედიენტი ბადაგი იქნება და ისინი ქართული ქსოვილის ორნამენტებით დამზადებულ ჭიქებში ჩამოისხმება. შეფუთვისთვის გამოყენებული ორნამენტები აღებულია გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხალხური ფრესკებისა და დიდგვაროვანთა სამოსის ნიმუშებიდან.

„მეამაში” ყოველთვის ვცდილობთ ძველი ახლებურად დავინახოთ და ჩვენს საწარმოში შექმნილი ყოველი პროდუქტი – ყოველდღიურობაში საინტერესოდ და ინოვაციურად ჩავრთოთ. აქედან გამომდინარე, ხელოვნების სასახლისა და თიბისის ამ პროექტს ყოველთვის ვგულშემატკივრობდით და ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ახლა მათთან ერთად ვაგრძელებთ „ქართული ქსოვილის პოპულარიზაციას და ჩვენს მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს ვპირდებით“,  – ამბობს სალომე ღუდუშაური, “მეამას” მარკეტინგული პროექტების მენეჯერი.

კოლაბორაციის ფარგლებში,  “მეამას” მიერ შექმნილი პროდუქციის შეძენას მსურველები 26 ოქტომბრიდან “მეამა ქოლექთის” 15 ლოკაციაზე – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეძლებენ. “მეამა ქოლექთის” ახალი კოქტეილების შექმნა არის ორ ბრენდს შორის კოლაბორაციის დასაწყისი, სამომავლოდ კი, პროექტის ფარგლებში, ყავისა და ჩაის სასმელებს “მეამას” სხვა პროდუქტებიც დაემატება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.