fbpx

„შეაგროვე ჩემი სხეული“ – ნინი გოდერიძისა და თეკლა თევდორაშვილის ახალი ინსტალაცია


გააზიარე სტატია

ჰეტერონორმატიულ პატრიარქალურ სამყაროში ქვიარ ქალები და მათი სხეული საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან განდევნილი, მათი პრობლემები კი უმეტესწილად იგნორირებულია.

 

იქიდან გამომდინარე, რომ ქვიარ ქალები სხვადასხვა ინტერსექციული ნიშნით ჩაგრულნი არიან, იშვიათად ეძლევათ პლატფორმა თავიანთი პრობლემების დაფიქსირებისთვის და საკვანძო საკითხებზე დისკუსიის დასაწყებად.

 

ინსტალაციაში ასახულ სხვადასხვა სხეულის ნაწილს თან ერთვის შევიწროების ან ძალადობის ისტორია, რომელიც, სამწუხაროდ, ქალთა უმრავლესობის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სილიკონისგან შექმნილი სხეულის ნაწილები დაცლილია ობიექტივიზაციისგან და საზოგადოებაში არსებული ნორმატიული ჩარჩოებისგან.

ნინი გოდერიძე ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი და ვიზუალური არტისტია, რომელიც აქტიურადაა ჩართული მდგრადი მოდის პოპულარიზაციაში. ამჟამად მისი ნამუშევრების ძირითადი მედიუმი ბიოდეგრადირებადი, ვეგანური ტაყვია.

თეკლა თევდორაშვილი აქტივისტი, ვიდეომეიქერი და GrlzWave-ის თანადამფუძნებელია. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს მედიისა და კინომატოგრაფიის მიმართულებით, ამსტერდამის უნივერსიტეტში (UvA). თეკლა ჩართულია ორგანიზაცია “ მწვანეების” და “პროექტ ფუნგუსის” საქმიანოაში. 2011 წლიდან მას გაკეთებული აქვს რამდენიმე ინსტალაცია, გადაღებული აქვს ათობით დოკუმენტური ფილმი თუ არტ-ვიდეო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.