fbpx

Inktober – ხელოვანების საინტერესო გამოწვევაში სალომე ჯოხაძეც ჩაერთო


გააზიარე სტატია

Inktober ინტერნეტ გამოწვევაა, სადაც არტისტები ოქტომბერში ერთვებიან და ყოველ დღე თითო ნამუშევარს ქმნიან. ეს პროცესი, გარდა იმისა, რომ ჯამში 31 ნამუშევარი იქმნება, ხელოვანისათვის იმითაცაა საინტერესო, რომ ყოველდღიურად უკეთეს შედეგს  იღებს და ამასთან ნამუშევრის ხარისხიც იზრდება.

 

ამ გამოწვევაში ქართველი ვიზუალური ხელოვანი სალომე ჯოხაძეც ჩაერთო.

 

ბოლო პერიოდია დავინტერესდი ილუსტრაციების კეთებით. Inktober ინტერნეტ გამოწვევაა, რომელსაც თინეიჯერობიდან ვადევნებ თვალს. აქამდე მეგონა, რომ არც დრო მქონდა ამის შესასრულებლად და არც საკმარისი რესურსი ნამუშევრების იდეების მოსაფიქრებლად.

 

31 დღის განმავლობაში დავინახე პროგრესი ჩემს ტექნიკაში. ხშირად ნახატში ვხედავ საკუთარი ფიქრის მდინარებას და რაც უფრო მოსალოდნელ შედეგს ვიღებ, მით უფრო არ მომწონს ის ნამუშევარი. Inktober-ის დროს ამას ნაკლებად ვაწყდებოდი. ერთიდან მეორე ნახატამდე მოკლე მონაკვეთი, რაც ყოველდღიურად ხდებოდა, შემდეგში ნახატის ინსპირაციად იქცეოდა.

 

 რამდენჯერმე დროის არქონის გამო მომიწია სახლის გარეთ მემუშავა ნახატზე, რაც თავიდან რთული იყო, ცოტა ხანში პირიქით – კომფორტულიც კი გახდა. ყოველდღიურად რაღაცის კეთებით პროგრესამდე მისვლის გზა დავინახე. ვეცდები ამიერიდან ყოველ inktober-ში ჩავერთო და წლებთან ერთად უფრო თვალსაჩინოდ განვვითარდე შემოქმედებითად“.

სალომე ჯოხაძემ თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და არქიტექტურის სკოლა დაამთავრა. მისი ძირითადი სამუშაო მედიუმი ფერწერა და ნაქარგებია. ამას გარდა ქმნის ობიექტებს და ციფრულ ნამუშევრებს.

 

პროექტი სრულად სალომეს ინსტაგრამზე: salomejokhadze_

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.