fbpx

გორში VA[A]DS-ის სტუდენტების გამოფენა გაიხსნა


გააზიარე სტატია

 

ტექსტი სოფია ცინცაძე

ფოტო: თათა საბაშვილი

6 ნოემბერს გორის ხელოვნების სახლის საგამოფენო სივრცეში თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, VA[A]DS-ის სტუდენტების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. 

გამოფენაზე წარმოდგენილია მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების როგორც ფერწერული, ასევე ვიდეონამუშევრებიც, რომელთა ნახვას დამთვალიერებელი 20 ნოემბრის ჩათვლით შეძლებს. 

 

ინსტალაცია აწყობილია ქალაქ ონში, რიონის  ნაპირებზე მოგროვებული ხის ტოტებისა და მცენარეებისგან. შეგიძლიათ დასათვალიერებლად გამოიყენოთ ბროლის დეტალი.

მე ვცხოვრობ ხაშურში და ჩემს ნამუშევრებში ხშირად განზრახ თუ უნებლიეთ სწორედ ამ ქალაქის რეალობა იკვეთება. ხელოვნება ფორმაა, რომელსაც ვიყენებ იმაზე სასაუბროდ, სად და ვის გვერდით ვცხოვრობ, რას ვაანალიზებ და რას ვგრძნობ. ამჯერად ჩემს ქალაქზე, მის დღევანდელობასა და უნიკალურობაზე ვყვები. როგორც ჩემი მეგობრისა და ხაშურელი მუსიკოსის სიმღერის ტექსტშია:

” ჩემო პატარა მიხაილოვო,

   ვიზრდები, წყენა არ დაიტოვო,

   ალბათ, ოდესმე დაგავიწყდები,

   დარჩები, მე კი აღარ ვიქნები”.

(მიხაილოვო ხაშურს ერქვა 1872-1918 წლებში.)

 

გამოფენაზე წარმოდგენილი ფერწერული ნამუშევრები შესრულებულია 2020 წლის ბოლოს. ამ პერიოდში მე ბევრს ვფიქრობდი აგრესიაზე და ძალადობის სურვილზე, რაც ადამიანებს ხშირად გვიჩნდება. ჩემთვის საინტერესო იყო ის, თუ როგორ გამოვხატავთ ჩვენს თავს ზოგადად და ერთმანეთის მიმართაც. ასევე, ნამუშევრებზე დიდი გავლენა იქონია ფემინურობის თემამ და იმან, თუ როგორ ხდება ამ თემის გადატანა ხელოვნებაში. მე მინდოდა, მეჩვენებინა ძალიან მძაფრი და ინტენსიური გამოსახულება, რომელიც არაა ყოველთვის დაკავშირებული სინაზესთან და სიმშვიდესთან.

ნამუშევარზე ჩემი მეგობარია გამოსახული, როგორც წამებული მაიმუნი, მარჯვნივ, ქვემოთ მისი ძველი ინსტაგრამის სახელია, ზემოთ, მარცხნივ კი ვიდეოხელოვნების შუალედურის თარიღი.

 

იოანა წულაია, ცა ყოველთვის ლურჯი იყო ჩემთან, 2021 წ.

 

ხანდახან „ვშიშვლდები“ საკუთარ თავთან. თავს ან სიბნელეში ვდებ და უძირო სივრცეში ვიკარგები ან თვალდახუჭული ვუყურებ, რა ფერია მზე ქუთუთოებზე, ფერები ერთმანეთს ერევა, ციმციმებს და მეღიმება.

ვიდეო ავტოპორტრეტია –  ერთ დღეს, სრულიად ფხიზელი, სრულიად არაფხიზლად ვგრძნობდი თავს, ამ მომენტში ჩემმა მეგობარმა, ზუსტად იცოდა, რა უნდა ეთქვა  და „დავიწყეთ“ დიალოგი. გადაღებულ დიალოგს მაშინვე ვუყურეთ, ბევრი ვიცინეთ. პირველ ჯერზე (მუშაობის პროცესში დისტანცია გამიჩნდა საკუთარ თავთან, რომელსაც ეკრანზე მილიარდჯერ ვუყურე). მუშაობის დროს ძველ ვიდეოებს ვათვალიერებდი, იმ წამებს, როცა მარტო ვიყავი და რაღაცით ვტკბებოდი.  გადარჩეული,   გადაღებული მოგონებების თანმიმდევრობა თავიდანვე ვიცოდი, ამიტომ აწყობის პროცესი შედარებით მარტივი იყო. ვიდეოს დასაწყისში თუ რამდენიმეწამიან მოგონებებს ვუზიარებ მნახველს, დასკვნით ნაწილში თითქოს სრული გაშიშვლებაა საკუთარ თავთანაც და მაყურებელთანაც.

არჩილ წერეთელი, კესა-გეტამე, 2021 წ.

 

გადავწყვიტე გადამეღო, როგორ ჭიდაობს და გორაობს (ასე უწოდებენ მიწაზე ჭიდაობას ჯიუ-ჯიცუში) ორი ადამიანი. იდეა გაჩნდა, რადგანაც ბოლო რამდენიმე თვეა მე თვითონ მეგობრებთან ერთად ჩართული ვარ ამ აქტივობაში. სახლის პირობებში, ცისფერ ასაწყობ ტატამზე (რომელიც ჩემმა მეგობარმა, სკოლის კარატეს მასწავლებლისგან იყიდა) ვგორაობთ ხოლმე. ხშირად გადამიღია ამ პროცესის ფოტოები. ჩვეული მაყურებლისთვის უჩვეულო რთულ, დაძაბულ პოზებში მყოფი სხეულების განლაგება  რბილ, ნაზ ლურჯ/ცისფერ, ნაწილობრივ განათებულ ტატამზე ერთი მხრივ, კონტრასტული და ამავე დროს ჰარმონიულია. სწორი რაკურსის შემთხვევაში აღწერილი გარემო საშუალებას მაძლევს ამ სპორტული აქტივობის ზედაპირული, უხეშად მასკულინური შრის იქით გავიხედო და დავინახო სულიერი განცდები, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჭიდაობის დროს.


ლიზა დიასამიძე, მწყობრში მოყვანილი ქაოსი, 2021 წ.

 

ვიდეო შეეხება მშრალი ხიდის ტერიტორიას და აქ მომუშავე ადამიანებს, რომლებიც მშრალ ხიდს აღიქვამენ სტიქიად, ერთგვარ ‘’მოწესრიგებულ ქაოსად’’.  ჩემთვის ძალიან მეტყველი და პოეტურია აქ წარმოდგენილი ექსპოზიციები თავისი განლაგებითა და გადაწყვეტით. ზოგიერთები კი ლამობენ ამ ბუნებრივი, სახასიათო და სტიქიური სივრცის მოწესრიგებას, ჩარჩოებში მოქცევას. ჩავთვალე, რომ ამ დამოკიდებულების გაშუქება ვიდეოს სახით აუცილებელი იყო.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.