fbpx

“ფიქრის ტერიტორია” – მაია ბარათაშვილის გამოფენა “ბაია გალერეაში”


გააზიარე სტატია

მაია ბარათაშვილი – მხატვარი – ირჩევს გამოსახულებებს, რომლებსაც ის ფიქრის განზომილებაში გადაჰყავთ. მისი ნამუშევრები ხანგრძლივი პაუზებით იქმნება და თითოეული სურათი სხეულით, პეიზაჟით, კონკრეტული ურთიერთობითა, თუ ამბით გამოწვეული და დროში გავრცობილი დაფიქრების კვალს ატარებს.

მაია ბარათაშვილი ინტიმური ველის მხატვარია. მის ნამუშევრებში ხშირად ჩნდებიან სხეულები, ზოგჯერ „ნუდებიც“, მაგრამ ეს ინტიმურობა მხოლოდ სხეულით არ არის განპირობებული, ის უფრო მრავალმხრივი ემოციით არის განცდილი და ამ ემოციით გამსჭვალულ ატმოსფეროს გადმოსცემს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს დახურული, კამერული სივრცე იქნება, თუ გაშლილი ლანდშაფტი.

გამოფენა „ფიქრის ტერიტორია“ თანამედროვე ფერწერის შესაძლებლობების გაფართოების ნიმუშებს წარმოადგენს. ისინი კინო კადრების ასოციაციებს იწვევენ და ამავდორულად ფერწერული ხარისხით გამოირჩევიან, რომლითაც შთამბეჭდავად გადმოიცემა მისტიკური ნათება, ფანჯრიდან დანახული ხედი, თუ პეიზაჟით მონუსხული ბავშვის განცდა.

გამოფენის გახსნა: 20 ნოემბერი, 16:00 / ბაია გალერეა, ინგოროყვას 19ა

https://www.facebook.com/events/435858411308628

855 total views, 2 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.