fbpx

“ვოლვო ქარ საქართველოს” მომავლის ავტომობილი და Nikakoi-ს მომავლის მუსიკა


გააზიარე სტატია

„ვოლვო ქარ საქართველომ“ არტისტ ნიკა მაჩაიძესთან (Nikakoi) ერთად ახალი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყო, რომელიც დამუხტვადი ორძრავიანი ჰიბრიდული ავტომობილების საზოგადოებისთვის წარდგენას ითვალისწინებს. 

 

ბრენდის გლობალური ტრენდის გაგრძელებაც ესაა – ადგილობრივ მომხმარებელთან ისაუბრონ მდგრადი განვითარების და ეკოლოგიის შესახებ. 

 

რუსუდან გრძელიძე – “ვოლვო ქარ საქართველოს” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონკრეტულად ამ მოდელის და კამპანიის შესახებ გვესაუბრა. 

 

“პრემიუმ კლასის დამუხტვადი ჰიბრიდების გამორჩეულობა პირველ რიგში ეკოლოგიაზე ზრუნვაა.” 

 

კამპანიის ავტორებს ბრენდის გლობალური საკომუნიკაციო ტენდენციების საქართველოში გადმოტანა აქვთ მიზნად, საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ სათქმელი – მდგრადი გარემოს მნიშვნელობა და ეკოლოგიაზე ზრუნვა, რაშიც „ვოლვოს“ ამ მოდელების შეძენით მომხმარებელს დიდი წვლილი შეაქვს. 

 

საქართველოში „ვოლვოს“ კამპანია თიზერ ვიდეოთი დაიწყო.  

სრულ ვიდეოზე – “Flash Forward” ვოლვოს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ – „თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო გამოცდილებაა, ტექნოლოგიის, ბუნების და ხელოვნების სამომავლო გადაკვეთების შესახებ“. ვიდეოზე კომპანია ‘სტოქტონმა’ იმუშავა. იდეის ავტორი კლიპის რეჟისორი გიორგი ზათიაშვილია და მასვე ეკუთვნის ამ საგამოფენო სივრცის ვიზუალური კონცეფციაც.

 

სპეციალურად ამ კამპანიისთვის, არტისტმა ნიკა მაჩაიძემ ანიმაცია შექმნა და მისი მომავლის მუსიკაც ძალიან ზუსტი აღმოჩნდა.

 

“ფერადი საქართველო და მუსიკა ძალიან უხდება კამპანიის იდეას და მომხმარებლისთვის განსხვავებულ და გამორჩეულ შთაბეჭდილებას ტოვებს”,  – ამბობს რუსუდან გრძელიძე, “ვოლვო ქარ საქართველოს” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

At.ge გთავაზოვთ ინტერვიუს Nikakoi-სთან, რომელიც მუშაობის პროცესზე გვიყვება. 

 

რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის, როგორც ხელოვანისთვის, ამ პროექტზე მუშაობა? 

 

ხელოვნება ჩემთვის არის ის სივრცე, რომელშიც აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. ვაკეთებ იმას, რაც მინდა. ამ პროექტმა პირველ რიგში დამაინტერესა იმით, რომ

ეს არ იყო ჩვეულებრივი შეკვეთა (ვიდეოსთვის მუსიკის შექმნა, პოსტერის გაკეთება etc.) ეს იყო კოლაბორაცია. მათ  ყველა ის დისციპლინა აინტერესებდათ, რომელშიც ვმუშაობ და საინტერესო იყო იმით, რომ  ჩემი თავი რაღაც ჩარჩოში მოვაქციე. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო თვითონ მანქანის მოდელი, ის, რომ ეს ახალი თაობის დამუხტვადი ჰიბრიდია!

 

როგორ შექმენით ანიმაცია, მუსიკა… როგორი იყო გადაღების პროცესი?

 

ბოლო დროს გავაკეთე ანიმაციური ნამუშევრების სერია, ეს არის ფიგურატიულ ფორმებში ჩამწყვდეული, ანიმირებული აბსტრაქტული ლუპები. ზუსტად ეს ტექნიკა გამოვიყენე ანიმაციის გაკეთებისას. volvo XC90-ის ნახაზში მოვაქციე ჩემი ანიმაცია და თითქოს ვიზუალიზაცია გამოვიდა იმ ენერგიის, რომლითაც ეს მანქანა იმუხტება. სპეციალურად ამ ანიმაციისათვის გავაკეთე მუსიკალური ტრეკი, რომელსაც ჰქვია – XC90 (გადასარევი სახელია ელექტრონული ტრეკისთვის 🙂 )

 

რაც შეეხება გადაღებას, ეს პროექტის მეორე ნაწილი იყო, მისთვის მეორე მუსიკალური ტრეკი “Thunder Grey” გავაკეთე (ორივე ტრეკი მალე სპოტიფაიზე დაიდება), ისევ და ისევ volvo XC90-ის ნახაზში 

უკვე ჩემი ხელით ხატვის პროცესი გადაიღეს და შემდეგ ეს ერთ-ერთ პროექციაზე ჩანს ვიდეოში. და ბოლოს, ამ ვიდეოსთვის უკვე შავთეთრი ანიმაცია გავაკეთე, რომლის მეპინგიც უკვე რეალურ  მანქანაზე გაკეთდა. 

 

საინტერესოა, როგორ გაკეთდა ვოისოვერი… 

მე გიორგი და კოკა ჩემთან სახლში ვისხედით, მიკროფონი გვქონდა ჩართული და უბრალოდ ვსაუბრობდით ყველაფერზე.

შემდეგ ამ საუბრიდან ამოკრეფილი ფრაზებით აეწყო ის ტექსტი, რაც საბოლოოდ ვიდეოს ადევს.

 

მოგწონთ თუ არა, ამ მანქანის მოდელი?  შეიძენდით?

 

კი, ძალიან მომწონს და სიამოვნებით შევიძენდი, მიუხედავად იმისა, რომ ტარება არ ვიცი 🙂 ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გარემოში იცხოვრებენ ჩემი შვილები და ის, რომ “ვოლვოს” გამიზნული აქვს 2025 წლისთვის გაყიდული ავტომობილების ნახევარი იყოს სრულად ელექტრო, ხოლო მეორე ნახევარი – დამუხტვადი ჰიბრიდები, ეს სწორედ ასეთი გარემოსაკენ გადადგმული ნაბიჯია და მე შევიძენდი თუ არა, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს:)

 

ზოგადად, როგორ შეაფასებთ კამპანიას?

 

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყველაფერი ახალი საინტერესოა და ყოველთვის ამართლებს.  

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.