fbpx

“ჯიბეში ნაპოვნი ამბავი” – ბუკა ღვაბერიძის გამოფენა „არტარეას“ საგამოფენო სივრცეში


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

 

19-21 ნოემბერს „არტარეას“ საგამოფენო სივრცეში ბუკა ღვაბერიძემ გამოფენა „ჯიბეში ნაპოვნი ამბავი“ წარადგინა.

ჯიბეში ნაპოვნი ამბავი სამ ოთახში გაშლილი ვიდეო ინსტალაციაა,  რომლის ცენტრშიც”მოთამაშე” ადამიანი დგას. თამაში შეიძლება ყველგან დაიწყოს: ქუჩაში, მაღაზიის რიგში, ავტობუსში ან მეტროში. თამაშს მხოლოდ ის წესები აქვს, რომელსაც მოთამაშე აირჩევს. თამაშის დასასრულს კი ის ირჩევს, ვინც მოთამაშის ობიექტია.

მიზანი ადამიანის “ბედის” პოვნაა, რა იწვევს ადამიანში “მძებნელის ინსტიქტს” და რა მდგომარეობაშია ადამიანი, რომელიც თამაშს საკუთარი ნებით იწყებს.

ერთმანეთის გვერდით მყოფი ორი ოთახი ამ კითხვებს ეხმიანება. პირველ შემთხვევაშიმაყურებელი ხდება ის ობიექტი, რომელიც “მოთამაშემ” არჩია და მისი მზერისგან თავისდაღწევა შეუძლებელია.

საძინებელში დამთვალიერებელს პროექციის დასანახად ლოგინზე დაწოლა უწევს. გამოსახულება ოცნების ან სიზმრის მაგვარი ხატება ხდება. მესამე ოთახი შეხვედრის სივრცეა, სადაც ორი სხეული ერთმანეთს იმ ამბავს უყვება, რომელიც შეხვედრამდე გამოიარეს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.