პლატფორმა “კირკე” – ტულა ლიმნაიოსის პერფორმანსი და ლექცია
კირკე – ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ ტულა ლიმნაიოსის პერფორმანსის – “Tempus Fugit/დრო მიფრინავს” ლაივ-სტრიმ ჩვენებას და ლექციას.
ჩვენება გაიმართება 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში, ზანდუკელის 16-ში. პერფორმანსში “დრო მიფრინავს” შვიდი მოცეკვავე განუწყვეტლივ მოძრაობს ჯგუფურად, როგორც საერთო ნაკადი. შიდა უნისონით წინ წამოწეულნი, ისინი წარმოქმნიან შემამსუბუქებელ დინებას. ეს წრიული ცეკვა ერთი საერთო მოძრაობაა, და მიუხედავად ამისა, გამოხატულია ინდივიდუალურობაც. არაფერი გრძელდება სამუდამოდ – დროის დინების შეჩერება შეუძლებელია. მაგრამ სინამდვილეში როგორ ვცხოვრობთ? ყოველდღიურმა აურზაურმა ხომ არ გვშთანთქა ყველა? ჩვენი ამოუსუნთქავი ცხოვრებისგან განსხვავებით, ბრბო გამოხატავს კუნთს, რომელიც სავსეა სიცოცხლისუნარიანობით და სოლიდარობით.
ლექციის დროს გათვალისწინებულია ტულა ლიმნაიოსის ნამუშევრებიდან ვიდეო- და აუდიომაგალითების ჩვენება და განხილვა შემდეგ თემებზე:
– კომპანიის მუშაობის მეთოდი, ნაწარმოების შექმნიდან სპექტაკლამდე
– თანამედროვე ცეკვის მდგომარეობა გერმანიაში
– პარალელები და კონტრასტები: ქორეოგრაფია და მუსიკალური კომპოზიცია.
პანდემიიდან გამომდინარე დამსწრეთა რიცხვი შეზღუდულია. პერფორმანსის შემდგომ ადგილზე მოსული მაყურებელი დაესწრება ლექციასაც.
დასწრების მსურველებმა პლატფორმას უნდა მიმართონ ელფოსტაზე: info.circeplatform@gmail.com და მიაწოდონ ორჯერადი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბარათი და საკონტაქტო ინფორმაცია.
შეზღუდული რაოდენობის გამო კირკე ითვალისწინებს საზოგადოების დიდ ინტერესს ტულა ლიმნაიოსის პერფორმანსის მიმართ და მაყურებელს საშუალებას აძლევს პლატფორმის ფეისბუქ-გვერდზე იხილოს ლაივ-სტრიმი – 19:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ


