fbpx

ქართული ქსოვილი „მეამას ქოლექთის“ არომატით


გააზიარე სტატია

ანუ როგორ გაცოცხლდა ძველი ქართული ორნამენტები ყავისა და ჩაის ახალ კოქტეილებში

თქვენი აზრით, რისი არომატი აქვს ძველ ქართულ ტრადიციებს? ან როგორია გემო, რომელიც ქართული ქსოვილების ისტორიას გვიყვება? სწორედ ამ შეკითხვებს პასუხობს „მეამა ქოლექთის“ ახალი და საინტერესო სიახლე – ქართული ყურძნის ბადაგით შექმნილი ყავისა და ჩაის კოქტეილები – რომლებიც ქართული ქსოვილის ორნამენტებით გაფორმებულ ჭიქებში ჩამოისხა და შემოდგომის სეზონი საუცხოო ვიზუალითა და ქართული გემოებით გააფერადა. “ქართული ქსოვილის” გაცოცხლებული უამრავი პატერნიდან ორი უნიკალური ორნამენტი შეირჩა, რომლებიც ზუსტად ეხმიანება ახალი კოქტეილების ხასიათსა და კონცეფციას. რაც მთავარია, ახალი მიგნება იდეალურად შეერწყა პროექტს, რომელიც უკვე 3 წელზე მეტია, ხელოვნების სასახლისა და „თიბისის“ თანამშრომლობით მიმდინარეობს…

ყველაფერი ჯერ კიდევ 2016 წელს, ხელოვნების სასახლეში დაიწყო, სადაც ქართული ისტორიული ქსოვილის კვლევა და აღდგენა გადაწყვიტეს. საუკუნეებში მოგზაურობის შედეგად, კედლის მხატვრობის 200-ზე მეტი ნიმუშიდან თუ დიდგვაროვნების სამოსიდან, 300-ზე მეტი ორნამენტი გამოიკვეთა, რამაც ქართული ქსოვილის ისტორიაში სრულიად ახალი ფურცელი გადაშალა.

თანამედროვეობას მარტივად რომ მორგებოდა და ახალგაზრდებამდეც ორიგინალური გზებით მისულიყო, პროექტს „თიბისი“ შეუერთდა და სტარტაპებს საშუალება მისცა, უძველეს ორნამენტებზე დაყრდნობით, ახალ-ახალი პროდუქტები შეექმნათ; სწორედ ასე გაჩნდა „ქართული ქსოვილი“ – პროექტი, რომელმაც ქართული ხასიათით, დახვეწილი გემოვნებით, ხასხასა ფერებით, საუცხოო ფორმებით, ისტორიული მოტივებითა და უნიკალური შეგრძნებებით, ყველა ქართველზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. და რადგან ახალი შთაბეჭდილებები, სასიამოვნო ემოციები, საუკუნოვანი ტრადიციების განახლება და ინოვაციური მიდგომები „მეამას“ განუყრელი მახასიათებლებია, „ქართულ ქსოვილს“ ისიც ორიგინალური ფორმით შეუერთდა.

და აი, ისინიც: ლუნგო თბილი ბადაგით და მწვანე ჩაი ყურძნის ტკბილი – „მეამა ქოლექთის“ ორი ახალი კოქტეილი, რომელსაც მთავარ ინგრედიენტად ყველაზე ქართული, ნაცნობი, საყვარელი და ტრადიციული ბადაგი აქვს, თანაც – სხვადასხვა სახეობის. ბადაგთან ერთად, შემოდგომის ნოტებს აჩენს ნიგოზი, ჩირი, და სხვადასხვა ქართული გემო, რომელიც პირველივე ყლუპს უნიკალურ გამოცდილებად აქცევს. როგორც მიხვდით და როგორც „მეამაშიც“ დაგვიდასტურეს, ძველი ქართული ტრადიციების კოქტეილად გადაქცევა არცთუ ისე მარტივი ამოცანა იყო, ამიტომ დაბალანსებული და სტაბილური გემოს მიღებას დიდი დრო, კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა და რესურსი დასჭირდა. შედეგად კი, შეიქმნა ორი უნიკალური კომბინაცია, რომელმაც განსაკუთრებული გემოს სასმელის მოყვარულებში უკვე დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ამ ორ ახალ სასმელს მეამა ქოლექთის ბარისტები ქართული ქსოვილის პატერნების მიხედვით შექმნილ, განსაკუთრებული დიზაინის ჭიქებში ასხამენ და ამავე დიზაინის ჰოლდერებში ათავსებენ, რათა მომხმარებელმა მარტივად შეძლოს კოქტეილით გადაადგილება. ჭიქებისა და ჰოლდერების დიზაინიდან – ერთი შალვა ქსნის ერისთავის სამოსის ორნამენტის მიხედვით არის შექმნილი, მეორე კი ზარზმის მონასტრის კედლის მხატვრობის ნიმუშიდან არის აღებული.

როცა ასეთი ჭიქიდან ასეთ სასმელს სვამ, შეუძლებელია, თვალები არ დახუჭო და წამიერად მაინც არ აღმოჩნდე შემოდგომის იმ ფერად დღეებში, რომლებიც სავსეა დადებითი ემოციებით. გემო და სუნი ხომ სწორედ ის არის, რაც ყველაზე მარტივად წარმოგვადგენინებს ხოლმე წარსულის იმ მომენტებსაც კი, რომლებიც საკუთარი თვალით არც კი გვინახავს… თუ ქართული ქსოვილის ისტორიაში მოგზაურობას, შემოდგომით ტკბობასა და ლამაზ ორნამენტებიანი ჭიქებით სეირნობას გადაწყვეტთ, „მეამა ქოლექთის“ პოვნა არ გაგიჭირდებათ – ის თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და რუსთავის ყველაზე ფერად წერტილებშია განთავსებული და მზად არის, თითოეულ სტუმარს ახალ-ახალი გემოები და შთაბეჭდილებები დაახვედროს. რაც მთავარია, „მეამაში“ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და „ქართულ ქსოვილთან“ ერთად არომატული თავგადასავალი ახალ-ახალი სიურპრიზებით გაგრძელდება. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი…

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.