fbpx

Ideal Black – ჯგუფური გამოფენა გამრეკელი მოდერნში


გააზიარე სტატია

Ideal Black წარმოადგენს საერთაშორისო საგამოფენო პროექტს, რომელიც გამრეკელი მოდერნში 16 ნოემბერს გაიხსნა და აერთიანებს სხვადასხვა ვიზუალური არტისტის ნამუშევარს.

ჯგუფში გაერთიანებულნი არიან შემდეგი არტისტები; თემურ ხვინჯია, ზურა არაბიძე, შალვა ხახანაშვილი, კარიმ ბორხასი, ანეტ ტურილო-დუბუა, ბირგიტ პალაპუ, რეგინა მარეტა სონსეინ და ალისკა ლაჰუსენი. არტისტები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, რომელთა შემოქმედება სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყნებში დაიწყო. პროექტი ასახავს და შეხების წერტილშია არტისტების კონცეპტუალურ აზროვნებასთან და გამომსახველობით ფორმებთან.

პროექტში წარმოდგენილ ნამუშევრებს აერთიანებთ მინიმალისტური და ინოვაციური მიდგომები, სხვადასხვა ტენდენციებით, კონცეფციებითა და მასალებით.

Ideal Black –ის ვიზუალურ გამომსახველობით ფორმებად აღებულია არქიტექტურა თავისი დეტალებით, რომელიც ფაზლივით ეწყობა და გარდაიქმნება მასშტაბურ ნამუშევრებად. დაკვირვების ქვეშ არიან ადამიანები, მათი ქმნილებები და საგნები ამ „რეალურ“ და სამწუხაროდ, დამახინჯებულ სამყაროში.

უდავოა, რომ არტისტების შავი ფერისადმი სიყვარულის იგნორირება შეუძლებელია, რაც პროექტში მონაწილეების შემოქმედების და პერსონაჟების საერთო მახასიათებელია. ექსპოზიციაზე გაერთიანებული ნამუშევრები სხვადასხვა მედიაშია შესრულებული, ეს არის ფოტო, ობიექტი, ინსტალაცია.

გამოფენის კურატორი ხელოვნებათმცოდნე ნინო მეტრეველია, ხოლო პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

პროექტის პარტნიორები:

ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო

გალერეა ოკაპი (ესტონეთი, ტალინი)

გამოფენის დათვალიერება გალერეაში 16 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.