fbpx

Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორი ვირჯილ აბლო გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორი  და Off White-ს დამფუძნებელი, დიზაინერი ვირჯილ აბლო 41 წლის ასაკში, უიშვიათესი ფორმის სიმსივნით გარდაიცვალა.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ Louis Vuitton-ის და Off White-ს ინსტაგრამ გვერდმა დაანონსა:  “ყველანი გაოგნებულები ვართ ამ შემაძრწუნებელი სიახლით. ვირჯილი არა მხოლოდ გენიალური დიზაინერი და მდიდარი წარმოსახვის მქონე ადამიანი, არამედ, ლამაზი სულის პატრონი და ლეგენდარული პიროვნება იყო.  LVMH-ს ოჯახი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უთანაგრძნობს მის ახლობელბს, რომლებმაც მეუღლე, მამა, ძმა და მეგობარი დაკარგეს”

 

ვირჯილ აბლო 2018 წლიდან Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორი, ხოლო 2012 წლიდან ბრენდი Off White-ს დამფუძნებელია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.