fbpx

CANILEAVENOW – ქართველი ხელოვანების ჯგუფური გამოფენა გალერეა „მაუდიში“


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი ყოლბაია

 

გარიყულა წარმოგიდგენთ, რიგით მე-13 თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს “სახესხვაობა”. კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ზომების და რეგულაციების სრულად დაცვისთვის ფესტივალი თბილისში, სამ სხვადასხვა ადგილზე ჩატარდება. წლევანდელი პროექტის ფარგლებში ცხრა არტისტი შეირჩა, რომელთაგან ექვსი, გალერეა „მაუდის“ სივრცეში, გამოფენა “CANILEAVENOW”-ზეა წარმოდგენილი.

„ფესტ ი ნოვა 2021“ პოსტ-პანდემიური სიტუაციის კვლევას, კერძოდ სხვისი ფენომენის შესწავლას ეძღვნება. პანდემიის პირობებში, სოციალური სივრცე სრულიად გაუქმდა – სხვა ციფრული ავატარი გახდა – რამაც მასთან ურთიერთობა გაუდაბურების საფრთხის წინაშე დააყენა. მან ყოფნის და არყოფნის იდუმალება დაკარგა. სხვასთან გადაწყდომა, რაც ორაზროვან დაძაბულობაში ყოფნას გულისხმობდა, სრულ კრიზისში შევიდა.

პანდემიის მიწურულს, ჩვენ საკუთარი თავების სხვაში ხელახლა დანახვა გვიწევს. თუმცა, მისგან უსაფრთხო მსგავსებას ვითხოვთ, რამდენადაც სახესხვაობა საშიშროებად იქცა. მიუხედავად ამისა, სხვა საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენის და ცხოვრების გაგრძელების ერთადერთი შესაძლებლობაა.

ფესტივალის მთავარი კითხვებია: როგორია სახესხვაობრივი აღქმა პოსტ-პანდემიურ სამყაროში? გვაქვს თუ არა შანსი, რომ სხვას, საკუთარ სხვაობაში გადავაწყდეთ? თუ სხვა საბოლოოდ განცალკევებულია მისი სახე-სხვაობისგან? სხვა სიტყვებით, შესაძლებელია თუ არა საერთოდ, სხვისი დანახვა?

პირველ გამოფენაზე წარმოდგენილია ექვსი სხვადასხვა ნამუშევარი, რომელიც მაუდის სივრცეში ამ და სხვა კითხვების გარშემო ერთიანდება. კონცეფცია აერთიანებს ოთხი არტისტის ნამუშევარს: გვანცა ჯგუშია, თამუსა ზარქუა, სალომე გაგუა, მარი ყალაბეგაშვილი ნიკა კოპლატაძე და ლოლა მაჭარაშვილი .

პროექტის მხარდამჭერია: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური , საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, არდი • ARDI

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.