fbpx

ელენე ნავერიანის ფილმმა კანადაში გამართულ ფესტივალზე 2 ჯილდო მიიღო


გააზიარე სტატია

რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმი “სველი ქვიშა” აგრძელებს საფესტივალო ცხოვრებას – ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ წლეულს,  აგვისტოში ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალზე უჩვენეს, სადაც საუკეთესო  მსახიობ მამაკაცად ქართველი   გია აგუმავა დაასახელეს ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის. 

 

კინოსურათმა ამჯერად კანადაში გამართულ ფესტივალზე – Image+Nation ორი ჯილდო მიიღო.   


ბებე სესიტაშვილი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს, მეორე ჯილდო კი ფილმის რეჟისორს, ელენე ნავერიანს გადასცეს.   

Image+Nation ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალია, რომლის ფოკუსშიც LGBTQ+ თემი და მათი ცხოვრებაა მოქცეული. 

ფესტივალი პირველად 1987 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მუდმივად ცდილობს საზოგადოებას ქვიარ ადამიანების საინტერესო ისტორიები გაუზიაროს.

შეგახსენებთ, რომ “სველი ქვიშა“ ქართულ-შვეიცარიული პროექტია, რომელშიც მთავარ როლებს გია აგუნავა, ბებე სესიტაშვილი, მეგი კობახიძე, გიორგი წერეთელი, კახა კობალაძე, ეკა ჩავლეიშვილი და ზაალ გოგუაძე ასრულებენ.

 

ფილმის სიუჟეტი კი შავი ზღვის სანაპიროზე, ერთ-ერთ სოფელში ვითარდება, სადაც ახალგაზრდა ქალი, მოე, ბაბუის თვითმკვლელობის შემდეგ ძველი სიყვარულის ისტორიას უბრუნდება და გაიგებს, რომ მის ირგვლივ ბევრი ტყუილია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.