fbpx

დათო ბორჩხაძის ფილმს “მეზობელი“ შოტლანდიის კინოფესტივალზე ორი ჯილდო გადასცეს


გააზიარე სტატია

 

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ წლეულს,  ნოემბერში ქართველი რეჟისორის, დათო ბორჩხაძის ფილმი – “მეზობელი“ ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე მოხვდა. 

“ვთვლი, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმით რეჟისორს კონკრეტული სათქმელის განსხვავებულ ფორმატში თქმა სურს. ფილმის გადაღება თავიდან ბოლომდე ჩემი იდეა იყო. ვინაიდან  “მეზობელი” საავტოროა, ჩემში მძაფრ ემოციებს აღძრავს და მისი წარმატებაც განსაკუთრებულად მახარებს. საერთაშორისო გამოხმაურებასაც მოუთმენლად ველი და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მაინტერესებს ქართველი მაყურებლის აზრი“, – ამბობდა მაშინ რეჟისორი AT.ge-სთან საუბრისას.

ფილმმა შემქმნელებს კიდევ ერთი წარმატება სულ ცოტა ხნის წინ მოუტანა – კინოსურათს „მეზობელი“ შოტლანდიის კინოფესტივალზე ორი ჯილდო გადასცეს. 

ფესტივალზე საუკეთესო მსახიობად ამერიკელი არტისტი ანასტასია დევიდსონი, ხოლო საუკეთესო დრამატურგად ფილმის რეჟისორი, დავით ბორჩხაძე დაასახელეს.

 

 

ბესოს და მისი ქალიშვილის მშვიდი ცხოვრება მოულოდნელად ირღვევა, როდესაც მეზობლის მუშები მათი საცხოვრებელი სახლის კედელს აზიანებენ – ფილმში ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი მოვლენები კი სწორედ ამ მომენტიდან იწყება

აღსანიშნავია, რომ 38 წლის დათო ბორჩხაძე პროფესიით რეკლამის რეჟისორია და „მეზობელი“ მის კარიერაში მეორე ფილმია, რომელზეც უმუშავია. პირველად მან 2010 წელს ფილმი “სეზონი“ გადაიღო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.