fbpx

“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ


გააზიარე სტატია

 

უპრეცედენტო საახალწლო შეთავაზება “მწვანე კონცხი ბოტანიკოსგან“:  1-ლი დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ბინის შეძენისას ისარგებლონ 90,000 ლარამდე ფასდაკლებით  და დამატებით საჩუქრად მიიღონ Iphone 13 Pro. 

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმიდან 9 კმ-ში მდებარეობს და პროექტის სახელწოდებაც 

ამ ადგილის  განუმეორებელ სიმწვანეს, მის ახლოს მდებარე ბოტანიკურ ბაღს, ულამაზეს ზღვის ხედებს, კენჭებიან სანაპიროს და მშვიდ გარემოს  უკავშირდება. 

პროექტის დეველოპერების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა თანამედროვე არქიტექტურის ბუნებასთან და სიმწვანესთან ჰარმონიული შერწყმა. სწორედ ამიტომ, “მწვანე კონცხი ბოტანიკოს”  საცხოვრებელი ფართები  ისე არის დაპროექტებული, რომ  თითოეული ბინიდან 180-გრადუსიანი ხედი იშლება ზღვაზე. ხოლო სუბტროპიკული მიკროკლიმატისა და საუკუნოვანი, უნიკალური კოლექციით განთქმული ბოტანიკური ბაღის სიახლოვის გამო, ბოტანიკოს  შემოგარენი მრავალფეროვანი მცენარეული საფარით გამოირჩევა.

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ შედგება ორი დამოუკიდებელი საცხოვრებელი და ერთი გასართობ-გამაჯანსაღებელი ბლოკისგან. საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული ბინები ბარდება   დასრულებული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების ინდივიდუალური სისტემებით, სამზარეულოს ავეჯით, ტექნიკით, სრულად მოწყობილი სველი წერტილებითა და ჭკვიანი სახლის სისტემებით. ბოტანიკოს ყველა ბინა აღჭურვილია ტერასით, რაც ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან სიახლოვეს გაგრძნობინებთ.

“მწვანე კონცხი ბოტანიკო” მყიდველს 4 ტიპის ბინას სთავაზობს – მინიმალური ფართი 42 კვ. მ-დან იწყება. სურვილის შემთხვევაში კონსტრუქცია იძლევა ბინების უსაფრთხო გაერთიანების საშუალებას. 

საცხოვრებელ კომპლექს “მწვანე კონცხი ბოტანიკოში” ბინის შეძენისას ასევე ისიამოვნებთ იქ არსებული ღია აუზებით – როგორც უფროსებისთვის, ასევე პატარებისთვის, ფიტნესდარბაზით, რესტორნით, სპეციალური ველოსიპედის ბილიკებით და სხვ. “მწვანე კონცხი ბოტანიკო” ბინის შეძენის შემდეგაც  მუდმივად დაეხმარება კომპლექსის ბინადრებს.  

პროექტის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და მისი დასრულება იგეგმება 2022 წლის დეკემბრის ბოლოს.

„სილქ ჰოსფითალითი“ წარმოადგენს „სილქ როუდ ჯგუფში“ შემავალ კომპანიას, რომელიც საქართველოში „რადისონის“ ბრენდის 3 სასტუმროსა და 15-მდე რესტორანს მართავს. კომპანია იზრუნებს „ბოტანიკოს“ მაცხოვრებლებზე და სხვადასხვა მიმართულებით გაუწევს მომსახურებას.

 

“მწვანე კონცხი ბოტანიკოს” საახალწლო შეთავაზება ძალაშია 2022 წლის 15 იანვრამდე.

 

დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით გაყიდვების სამსახურს:  0322 250 250; 599 555 590

ვებგვერდი:  www.botanico.ge 

Facebook & Instagram 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.