fbpx

ვარდნის საშიშროება – ლია ბაგრატიონის სოლო გამოფენა გალერეაში „არტარეა“


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

 

ARTAREA Gallery წარმოგიდგენთ ქართველი ხელოვანის, ლია ბაგრატიონის სოლო გამოფენას, „ვარდნის საშიშროება“.

გამოფენის ფარგლებში რბილი ქანდაკების მედიუმით გამოკვლეული იქნება სხეულისთვის ადგილის მიცემისა და სხეულის მიერ მისი დაუფლების შეუძლებლობა, ადგილის ქონის დაკარგულ ადგილად ტრანსფორმირების საკითხი. გამოფენაზე ადგილი რბილი ქანდაკებით ვიზუალურად მონიშნულია, მისი რეალური ბუნება კი არამდგრადი და მყიფეა.

გამოფენის ესთეტიკური ნიშანია მონოქრომულობა, გრაფიკული ბადის ქვეშ შეფარული მოცულობები, ვიზუალურად მყარი მოცულობრივი ფორმების სირბილე და ტაქტილურ შეგრძნებათა დუალურობა.

პროექტი მოიცავს გამოფენას, სადისკუსიო პლატფორმას, არტისტისა და კურატორის, ასევე ხელოვნების მკვლევართა დიალოგების სერიას.

ლია ბაგრატიონი (ხელოვანი): „მოცემულ მასალაში ნამუშევრების გაკეთება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ამით შევძელი შემექმნა გამოყენებადი ნივთების გამოუყენებელი ვერსიები, რომლებსაც რეალურად ყოველდღიურად ვაწყდებით.

გამოფენის კურატორი ხელოვნებათმცოდნე თამთა შავგულიძეა, რომელსაც დიდი როლი მიუძღვის ამ გამოფენის შექმნაში.“

თამთა შავგულიძე (გამოფენის კურატორი): „ლიასთან მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა ჩემთვის. ჩემი აზრით ერთ-ერთი მაღალი რანგის ხელოვანია საქართველოში. ამაში არამხოლოდ  შემოქმედებითობას ვგულისხმობ, არამედ მას როგორც მკვლევარს. ამიტომ, მუშაობის პროცესში მკვლევარების დონეზე თანაბრად ვთანამშრომლობდით და მაქსიმალურად ვიყავით ჩართული, როგორც შემოქმედებით, ასევე კვლევის ნაწილშიც.“

გამოფენა დამთვალიერებელთათვის ხელმისაწვდომია 10 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტისა და გამოფენის  ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პროექტის პარტნიორია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.