საგამოფენო სივრცე, რომელიც თბილისს აკლდა
ავტორი: თინა ლაღიძე
როგორც წესი, პუბლიკას ექსპოზიციის აღქმაში საგამოფენო სივრცე ან გვეხმარება, ან არ გვითვალისწინებს და გვდევნის სივრციდან, ან უხილავი რჩება. იშვიათია, როდესაც სივრცე თავისთავად არის მეტყველი და აღიქმება, როგორც: შთაგონება, ექსპოზიციის ელემენტი, შინაარსის ნაწილი, ლანდშაფტი, კლიმატი და კონტექსტი. უკანასკნელის შექმნა ყველაზე რთულია – კურატორის ხედვა, კონტენტის სიღრმისეული ცოდნა და მგრძნობელობა სჭირდება..
თბილისში გაჩნდა ასეთი სივრცე…
MAGNUM: MADE IN USA
აბასსი, ევ არნოლდი, კორნელ კაპა, ბრიუს დევიდსონი, ლეონარდ ფრიდი, მარკ ფაუერი, კონსტანტინ მანოსი, ინგე მორათი, დენის სტოკი, ალექს ვები. “მაგნუმი ჰარლემში“ (1939-99); ელიოტ ერვიტი – ნიუ-იორკი (1946-2008); ბრუს დევიდსონი.
ცვლილების დრო: სამოქალაქო უფლებები (1961-65); ლეონარდ ფრიდი – ლეონარდ ფრიდის ამერიკა (1963-95); ბრიუს გილდენი – დაკარგული და ნაპოვნი (1978-1984); ალექ სოთი – ძილი მისისიპის პირას (2002); ქეროლინ დრეიკი – Vallejo; გრეგორი ჰალპერნი – A; ხალიკ ალაჰი – 125-ე & ლექსინგტონი; კოლბი დილი – ლამაზი, მშვიდი.
თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის სივრცეში, კოსტავას 14-ში, ყველას შეუძლია 5 დეკემბრამდე მისვლა და ინსტალაციისგან განსაკუთრებული შთაბეჭდილების მიღება. საინტერესოა თავად ისტორიული შენობაც, რომელიც ადრეულ საბჭოთა პერიოდს მიეკუთვნება, ის 1930-იან წლებშია აშენებული, როგორც წიგნების საბეჭდი სტამბა. არქიტექტურულად მას ატრიუმის ტიპის ფასადი აქვს და გარს ეკვრის შიდა სივრცეს, რომელშიც ადრე ათასობით საბეჭდი დანადგარი მუშაობდა. დღეს კი მაღალი კლასის სასტუმროს, რესტორნის და ამფითეატრის გარდა, მეორე სართულზე, ერთ-ერთი ფასადის ფანჯრებს მიღმა, საოცარი საგამოფენო სივრცე და ფოტოგრაფიის დარგში სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის წამყვანი ინსტიტუცია ფუნქციონირებს.
მარი სორდას სელექცია; თანამედროვე ბელგიური ფოტოგრაფია; საიმონ ვანსტენვინკელი; Nosotros; ერიკ რუმო; შიგნით; ჟან-ფრანსუა ფლემი; სასჯელის გადაკეთება; ვენსან ბეეკმანი; სიყვარული და სიბრძნე; ჰანს ზეედლიბი; 2 მისისიპი; რენე ლორი; ნოქტარიუმი
…გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა…
ამერიკელი პოეტის, უილიამ კარლოს უილიამსის ამ სტრიქონით იწყება და სათაურდება ექსპოზიცია. პოეტის ლექსში “პეიზაჟი იკაროსის დაცემით“ ცენტრში ადამიანური ინდიფერენტულობაა – მზის სიახლოვეს ფრენით განწირული იკაროსის დაცემას ვერც ის ფერმერი ამჩნევს, მიწას რომ ამუშავებს გაზაფხულზე, ვერც ზღვა და ვერც მზე… იკაროსის ზღვაში ვარდნის ხმა ყველასთვის შეუმჩნეველი რჩება, ისევე როგორც ათასგვარი გამოწვევით სავსე ჩვენს თანამედროვეობაში ხშირად რჩება შეუმჩნეველი რეალობის სიმკაცრითა და უსამართლობით დაღლილი ადამიანების ხმები და ცხოვრება.
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის ფოტოწიგნების კოლექცია
1001 ფოტოწიგნი
- ამერიკული ფოტოგრაფიის ოსტატები: ედვარდ სტეიხენი: ფოტოგრაფიული ეპოპეა
- გამომცემლობა: Thames & Hudson; პოლ სტრენდი: ფოტოგრაფიის ოსტატები, ნაწ. 4
- გამომცემლობა: Nathan Image; ალფრედ სტიგლიცი: ფოტოგრაფიის ოსტატები, ნაწ. 2
- გამომცემლობა: Nathan Image; ედვარ ვესტონი: ფოტოგრაფიის ოსტატები, ნაწ. 1;
- გამომცემლობა: Nathan Image; ლიზეტ მოდელი: გამომცემლობა: Jeu de Paume & Fundacion MAPFRE
“…გაზაფხული იყო, იკაროსი რომ დაეცა” ვიზუალური თხრობისა და ფოტოგრაფიული გამოსახულებისთვის ჩვეული ზემოქმედების ძალით, თანამედროვეობისთვის დამახასიათებელი ინდიფერენტულობის დაძლევის მცდელობაა; ფოტოებით მოთხრობილ ამბებს ჩვენამდე მოაქვს “სხვების“ ისტორიები, რომლებიც ხშირად შორს და უხილავია. ეს ისტორიები კი, სინამდვილეში, ჩვენი ისტორიებია, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს აქცევს იკაროსად – მეც, შენც, მასაც, ჩვენც, თქვენც და მათაც.
ამ სიტყვებით წარადგენს ცხრაეკრანიან ვიდეოინსტალაციას კურატორი ნესტან ნიჟარაძე, ასეთია მისი მგრძნობელობა და დამოკიდებულება იმ 77 ფოტოგრაფის ფოტოსერიებისადმი, რომელთა ნამუშევრები ამერიკაში, ევროპასა და საქართველოში სხვადასხვა ეპოქაშია გადაღებული. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის მხატვრის სახელოსნოში შექმნილი ფოტოგრაფია, თანამედროვე ანიმაცია, 50-იანი წლების ნიუ-იორკი, ძალადობის წნეხის ქვეშ მყოფი მექსიკა, მოდა და ადამიანების მძიმე სოციალური ყოფა ერთი სივრცის კონტექსტშია მოქცეული.
NOOR – ტენგლი გრინი – შავი პასპორტი; ნინა ბერმანი – Miss Wish; ანდრეა ბრუსი – კავკასია გზაჯვარედინზე: ინგუშეთი რეჟიმი: სირია; ჯონ ლოვენშტეინი – ცხოვრება – ჩრდილი
FUTURES vol.3 – ახალგაზრდა ევროპელი ფოტოგრაფები: იუნეს მოჰამადი – ღია ჭრილობები; კამელ მუსა – უცნობების სასაფლაო
საგამოფენოდ საკმაოდ რთული სივრცის ათასამდე კვადრატული მეტრის ყოველი სანტიმეტრი გააზრებულია და ერთიან ფოტოგრაფიულ გალაქტიკას ქმნის, რომელშიც ცალკეული ეკრანების რიტმული შუქის მონაცვლეობა და მათი განლაგება პლანეტებივითაა მიმოფანტული. ამ კოსმოსური მოგზაურობის განუყოფელი და ერთმანეთთან მაკავშირებელი ელემენტი სივრცესთან ერთად, ლიზა რივზის სპეციალურად ამ ინსტალაციისთვის შექმნილი მუსიკაა.
CENTRO DE LA IMAGEN
ახალგაზრდა მექსიკელი ფოტოგრაფები: კორალ კარბაიო – შენიღბული საიდუმლოება; ალეხანდრა არაგონი – მე მოვედი ლა პინტაში, რადგან მითხრეს, რომ მამაჩემი აქ ცხოვრობდა…
სონია მადრიგალი – სიკვდილი აღმოსავლეთისკენ გადის; ვალერია არენდარი – ორჯერ მარიამი
FUTURES vol. 1 – ახალგაზრდა ევროპელი ფოტოგრაფები: ელენი ონასოგლუ – ჰიპოკამპი; ბებე ბლანკო აგტერბერგი – ცუდ ამინდში, კარგი სახე; ჯულია პარლატო – დიაქრონიკები
ყველა ეკრანის წინ არსებულ სკამზე ან ახლომდებარე ბოძზე QR კოდია განთავსებული და თითოეული ეკრანის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი i-mediatheque
თანამედროვე ქართული ფოტოგრაფია: დავით მესხი – გაზაფხულის 17 გაელვება; გიორგი ნებიერიძე – აპოსტროფი (‘15 ‘16 ‘17’ 18 ‘19 ‘20) 2015-2020 ნაყოფი; საბა გორგოძე – წარმოსახვითი სამყარო (2013-2020)
FUTURES vol.4 – ახალგაზრდა ევროპელი ფოტოგრაფები: რომენ ბაგნარი – Aphrós; ენიკო ჰოსოდი – ხელმისაწვდომი სინათლე
ნესტან ნიჟარაძის სელექცია: იაელ მარტინესი – სახლები, რომლებიც სისხლისგან იცლება; მარი სორდა – განცდილი
კაუნასის ფოტოგალერეა: მარგარეტ ლანსინკი & რენე ვან ჰულსტი – ერთი პირის სიკეთე; ანგკორის ფოტოფესტივალი – ჯეჰსონგ ბააკი; პარიზის დღიური…სადაც უცხოელი იშენებს ბინას; სანდიპა მალაკარ – ხსნის ქალაქი
ქალაქის ცენტრში მდებარე ეს უზარმაზარი ინდუსტრიული სივრცე თავისთავად გამოწვევასავით არის ხელოვანთათვის.
“არტარეა ტვსთვის” გადაცემას ვწერდით, მოწვეული სტუმრებისთვის სივრცე ინსპირაციის წყაროდ იქცეოდა ხოლმე: ქორეოგრაფი საბალეტო წარმოდგენის დადგმას ნატრობდა, მსახიობი – სპექტაკლს, ტელეჟურნალისტი – გადაცემას, კინორეჟისორი – ფილმის გადაღებას. ეს ატრიუმის ტიპის რთულად მოსახელთებელი სივრცე იმ მარმარილოს მაგონებდა, ფილმ “არაჩვეულებრივ გამოფენაში” სიმბოლოდ რომ არის გამოყვანილი, მარმარილო, რომელიც თავდაპირველად აღტაცებას აღძრავს, მერე კი თავისი სიდიადით გაშინებს და გამბედაობას გაკარგვინებს… “მე აქედან გავაკეთებ…”
კარგია, რომ TPMM-ის გუნდმა გააკეთა ამ სივრცისგან ის, რასაც თანამედროვე, XXI საუკუნის მაღალი სტანდარტის საგამოფენო სივრცე ჰქვია.
LINEA – The Border Project: ანტუან დ’აგატა, ოლივია არტური, მატ ბლექი, ქეროლინ დრაკეს და ანდრეას გონზალეზის კოლაბორაცია, თომას დვორჟაკი, ჯიმ გოლდბერგი, დევიდ ალან ჰარვი, კრისტინა დე მიდელი, რაფალ მილახ, პაოლო პელეგრინი, მარკ პოვერ, ლუა რიბეირა, ალესანდრა სანგუინეტი, ჟერომ სესინი, ლარი თოველი და პიტერ ვან აგტმაელი
LE PRIX LEVALLOIS: ლიონელ ჟუსეღე – ბავშვების სცენები
FUTURES vol.2 – ახალგაზრდა ევროპელი ფოტოგრაფები: სელინ კროზი – სანამ ცოცხლები ვართ, ისევ შევხვდებით: არგუინ ესკანდონი & იან გროსსი – AYA; ჟული გლასბერგი – DEKOTORA
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი
ნინო ჯორჯაძე – “კავკასიის ფრონტის პრინცესა“ (1914-1917) ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება (1893-1906); გიგო გაბაშვილი – “რეალიზმის ფუძემდებელი მხატვრობაში, თამამი ექსპერიმენტატორი ფოტოგრაფიაში“, ძველი თუშური პორტრეტები (1930-იანი წლები);
გალერეა “კონტეინერი“: სოლომონ ბრეგაძე – “ტყიბული – ინდუსტრიული ქალაქი (1948-50)“; დავით სამხარაძე – “პორტრეტები“ (1950-70)
თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმის i-mediatheque /მულტიმედიური არქივი: რეზო კეზელი – საბჭოთა ფოტოგრაფიის კლიშეების წინააღმდეგ; გოგი ცაგარელი – “ომი და მშვიდობა“; გურამ წიბახაშვილი – “რამ შეჭამა ჟანგი“; იური მეჩითოვი – “თვალსაზრისი“ და 80-იანი წლების ფოტოგრაფიული ავანგარდი“; გია ჩხატარაშვილი – “უშგული – საუკუნეთა მიჯნაზე“ (1990-2000)
STUDIO GYPSOCONCRETE – მაგიდები & სკამები; ჟოსეფინა ვან დე უათერი – The Lost Paracosmist; სელინ კროზი – SQEVNV; იაელ მარტინესი – სახლები, რომლებიც სისხლისგან იცვლება; ნინა ბერმანი – Miss Wish; RECKLESS – ნატა სოფრომაძე, მასუ მწარიაშვილი
პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან: საქართველოში აშშ-ს საელჩო და თბილისის მერია.
პარტნიორები: Magnum Photos, Futures, Stamba, Tbilisi Photography & Multimedia Museum.
გამოფენის სამუშაო დღეები:
ორშაბათი-პარასკევი 13.00-18.30; შაბათი-კვირა 14.00-20.00