fbpx

დიზაინის ექსპორტი – დიზაინ-კომპანიების საექსპორტო შესაძლებლობების განვითარება


გააზიარე სტატია

 

ქართველი დიზაინერების კიდევ ერთი წარმატება ტალინში. დიზაინ კვირეულში Disainitänav @ Disainiöö 2021 მონაწილეობის შემდეგ ქართული დიზაინ სტუდიოს ნამუშევრები Estonian Design House+ ის შოურუმშია წარმოდგენილი.

“დიზაინის ექსპორტი” მოიცავს ონლაინღონისძიებებს, რომლებიც დაკავშირებულია ექსპორტთან და ექსპორტის გეგმის შემუშავებასთან, ასევე წინასწარ მომზადებულ ონლაინგაკვეთილებს და ფიზიკურ შეხვედრებს.

პროექტის მონაწილეებს მენტორობა გაუწიეს ესტონელმა და ქართველმა ექსპერტებმა. პროექტის მთავარ აქტივობას წარმოადგენდა ორი სასწავლო ვიზიტი როგორც საქართველოში, ასევე ესტონეთში და მოიცავდა ვორქშოპების სერიებს და დიზაინ-სტუდიებში ვიზიტებს.

ამ ეტაპზე საქართველოსა და ესტონეთში სასწავლო ვიზიტები წარმატებით ჩატარდა, რამაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მისცა ესტონეთის გავლით პირველი ნაბიჯები გადაედგათ ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად.

უკლებლივ ყველა ქართველმა დიზაინერმა ნახა თავის პარტნიორი ტალინში. მათ მიერ წარმოებული ნივთები უკვე წარმოდგენილია ტალინის პოპულარულ კონცეპტუალურ მაღაზიებში.

ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველმა და ესტონელმა დიზაინერებმა დაიწყეს თანამშრომლობა და ერთობლივ პროდუქტებზე მუშაობა. სულ მალე ვნახავთ პირველ ქართულ-ესტონურ პროდუქტებს, რომლებიც, იმედია, ორივე ქვეყნის ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.

კომპანიები, რომლებიც ჩართული არიან პროექტში, აწარმოებენ მსუბუქ, ეკოლოგიურად სუფთა ავეჯს და აქსესუარებს – კერამიკულ ნივთებს,  სამკაულებს, საბავშვო სათამაშოებსა და აქსესუარებს; ასევე ფეხსაცმელსა და ჩანთებს. ყოველმა მათგანმა ამ მოკლე პერიოდში მოახერხა სასურველი ბიზნესკავშირების დამყარება და პირველი გაყიდვებიც განახორციელა. 

დაათვალიერეთ პროექტში მონაწილე კომპანიების Facebook გვერდები:


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.