fbpx

საშობაო საღამო Radisson Collection-ში – SOLO წინანდალში გიწვევთ


გააზიარე სტატია



შობის ღამეს მოციმციმე ვარსკვლავები დიდი ხურჯინიდან გადმოყრილ ბედნიერ სურვილებს ჰგავს. ამბობენ, ამ დღეს ჩვენც ვარსკვლავებივით ვჩანვართ ციდან. სიკაშკაშეს ჩვენი ბედნიერება განსაზღვრავს. ყველა ტკბილი მოგონება თავს იყრის და დედამიწა მთელი გალაქტიკის მნათობი ხდება. 

25 დეკემბერს ჩაფიქრებულ სურვილებს განსაკუთრებული ძალა აქვს. ეს დღე ღამის მოლოდინით იწყება. იღვიძებ ღიმილით. გულის ფუსფუსი ბავშვობაში ყველა განცდილ სიხარულს უკავშირდება. მოლოდინი შობის, რომელიც განვლილი წლების ბედნიერ მომენტებს აღვივებს. 1 წლით დაღლილი საშობაო განწყობას ქმნი საკუთარი თავისთვის. ხდები ზღაპრის გმირი, სადაც გიყვარს და უყვარხართ. ყველაზე ცივ ამინდშიც გამთბარი ხარ ოცნებებით, რომელიც სულერთი არასოდეს ყოფილა. შობა ზღაპარშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ერთნაირად მიმზიდველია. 

წელს 25 დეკემბერი შაბათს ემთხვევა,  დასვენების დღეს, რომელსაც ისევ დასვენების დღე მოჰყვება. ასეთი რამ შვიდ წელიწადში ერთხელ ხდება. ნანატრი და ბოლომდე შერგებული მხიარულება. 

ამ განსაკუთრებული შობის აღსანიშნავად SOLO წინანდალში, Radisson Collection-ში გიწვევთ სპეციალურად თქვენთვის ორგანიზებულ საშობაო საღამოზე. კაშკაშა ფიქრები ყველას გულს გაათბობს. საღამოს ადამიანები დედამიწის საშობაო მნათობები გავხდებით. ცა უხილავ კოსმოსურ მტვერს დაგვაყრის, რომელიც ჩვენი ბედნიერების ნაწილაკებად გარდაიქმნება. ამ წლის ბოლო შაბათი და კვირა შეგიძლიათ თქვენი ცხოვრების ყველაზე ტკბილ საშობაო მოგონებად აქციოთ. 

Radisson Collection-ის შეფი სპეციალურად თქვენთვის შექმნილი მენიუთი გელოდებათ. ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, არ დაგავიწყდეთ საშობაო კოქტეილებიც გასინჯოთ. იცით რით გამოირჩევა საშობაო კოქტეილი? რაც უფრო მეტს სვამთ, უფრო იღიმებით.  

დაუვიწყარ დასვენების დღეებთან ერთად, სასიამოვნო ფონური განწყობის შექმნაში ახალგაზრდა არტისტები დაგეხმარებიან: გიორგი გიგაშვილი, SALIO, Janngo და ნინი ნუცუბიძე, Zagareli & Orchestra. 

ვფიქრობ, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება ადამიანმა უარი თქვას ასეთ შემოთავაზებაზე. მინდა, რომ ძალიან ბევრნი იყოთ, მაგრამ კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ბილეთები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. ეცადეთ გული არავინ და არაფერზე დაიწყვიტოთ. 

კონცერტის ბილეთები სპეციალური ნაკრების სახით გაიყიდება, რაც მოიცავს წინანდლის მამულის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში (Tsinandali Estate, Radisson Collection-ში ან Park Hotel Tsinandali-ში) განთავსებასა და ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს. 

წინასაახალწლო განწყობას თუ ჯერ კიდევ ვერ გრძნობთ, სჯობს ახლავე შეიძინოთ ბილეთები თქვენთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისთან ერთადაც გსურთ შობის აღნიშვნა. რამდენიმე დაწკაპუნება და ამას ძალიან მარტივად შეძლებთ: https://tkt.ge/

გაითვალისწინეთ, ორადგილიან სტანდარტულ ნომერში შედის კონცერტზე დასასწრები ორი ბილეთი. 

საშობაო კონცერტზე დაესწრებით, თუ ხართ სრულად ვაქცინირებული, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიტანეთ COVID-19 ან მინიმუმ 48-საათით ადრე გაქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. 

 

SOLO 

შეთავაზებების, უპირატესობებისა და უნიკალური გამოცდილების მრავალფეროვანი სამყარო


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.