fbpx

“ურთიერთობა” – ჯგუფური გამოფენა გალერეა Window Project-ში


გააზიარე სტატია

Window Project-ი წარმოგიდგენთ გამოფენას, „ურთიერთობა“, რომელიც ლევან ჭელიძისა და 4 ბრიტანელი მხატვრის – ვიკი ამირალის, ედ ლუისის, ანა რედვუდისა და სემ ვების ნამუშევრებს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი მხატვრები VA[A]DS-ის 9 კვირიანი რეზიდენციის მონაწილეები არიან. გამოფენის სახელწოდება ქართული სიტყვა „ურთიერთობის“ ეტიმოლოგიით არის შთაგონებული და ასახავს არტისტების ინტერაქციას ქართულ სულთან და ლანდშაფტებთან.

გამოფენის პირველ სართულზე წარმოდგენილია ლევან ჭელიძის მიერ 2021 წელს შექმნილი ნამუშევრები. ეკლექტური პორტრეტები ჭელიძისთვის დამახასიათებელ რეალობასა და ფანტაზიას შორის ბუნდოვან ზღვარზეა შემქნილი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი ნატურებთან იწყებს მუშაობას, ის თავს სინამდვილით არ იზღუდავს, არამედ საკუთარი აღმებით თამაშობს, როგორც თვითონ პორტრეტზე, ასევე ფონზეც, რომლის საშუალებითაც ობიექტს უცვლის „რეალობას“.

მეორე სართულზე ვიკი ამირალის ნამუშევრები გვხვდება, რომლებიც საქართველოს ინდუსტრიული წარსულის აღმოჩენით,მ ისი ბუნებრივი და ურბანული პეიზაჟების სილამაზით არის შთაგონებული.

ამირალისმა თავისი ახალი ნამუშევრებისთვის გამოიყენა VA[A]DS -ში ნაპოვნი სამრეწველო და ბუნებრივი მასალები. გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევარი “საბანი”- კომფორტის ილუზია. ჟანგიანი ჯაჭვის საშუალებით ბუნებრივი ძაფების ქსოვის მეთოდით შექმნა. მეორე ადგილ-სპეციფიური ინსტალაცია, “ძენ ბაღი” სამრეწველო ლითონის, ქვიშისა და ქვის გამოყენებით შექმნა.

ედ ლუისმა თავისი პერფორმატიული პრაქტიკა და მისი ქართული სახლის ინტერიერი Window Project -ის სივრცეში შემოიტანა. ლუისი შთაგონებულია ახალი გარემოს შორეული ახლობლობით და პარალელებს ავლებს საკუთარ სახლთან დიდ ბრიტანეთში. შავ-თეთრი იმერსიული ნამუშევარი დამთვალიერებელს იწვევს ამბიენტურ გარემოში.

ანა რედვუდი საქართველოში პოლიფონიურმა სიმღერამ და უძველესი კოშკების ზღაპრებმა მიიზიდა. სვანეთში რედვუდმა მოიარა მონასტრები და ეკლესიები. წარმოდგენილ ნამუშევრებში იყენებს უძველეს მასალებს, როგორიცაა ხე, ქვა, ფიქალი და ნახშირი უძველესი მიწის სულის შესასწავლად.

სემ უები გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრით აჩვენებს და ავითარებს ბრენდის შექმნის ექსპერიმენტს სახელწოდებით „ექოს ლოკაცია“. თბილისში მან პირდაპირი და მეტაფორული მნიშვნელობით გამოიკვლია კავშირი საკუთარ „მესა“ და იმ სამყაროს შორის სადაც „მე“ არსებობს და ეს ურთიერთობა მულტიმედიური სკულპტურების საშუალებით გადმოსცა.

გამოფენა 8 იანვრის ჩათვლით გრძელდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.