fbpx

ფონდი “ელექტრონავტი” მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალს “ელექტრონავტი XII” ატარებს


გააზიარე სტატია

 

ფონდი “ელექტრონავტი” 2021 წლის 11 დეკემბერს, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალს “ელექტრონავტი XII” ატარებს. 

ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტ-გამოკითხვის მონაწილეების გარდა, ასევე განსაზღვრავს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

ფონდი “ელექტრონავტი” 2007 წელს დაარსდა. ფონდის  მთავარი მიზანი ახალი ქართული მუსიკალური ფორმების აღმოჩენა, მუსიკოსების წახალისება და პოპულარიზაციაა.

ჟიურიმ წელს 9 ნომინაციაში, 200 ზე მეტი არტისტის (2020 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის 15 ნოემბრამდე) გამოქვეყნებული ნამუშევარი განიხილა. 

წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

  • მუსიკალური ვიდეო / Best Video
  • ლეიბლი / Best Label
  • ალბომი / Best Album
  • დიჯეი / Best DJ
  • ლაივ სთრიმი / Best Live stream
  • ტრეკი / Best Track
  • მედია / Best Media
  • Z არტისტი / Z Artist
  • ელექტრონავტი XII / Electronaut XII

 

 

პანდემიიდან  გამომდინარე წელს, კატეგორიების სიიდან ამოღებულია ფესტივალის ნომინაცია, ხოლო საუკეთესო ცოცხალი შესრულების ნომინაცია, “ლაივ სთრიმის” ნომინაციით ჩანაცვლდა. 

კატეგორიაში “Z  (ზი) არტისტი” დაჯილდოების მეგობარი, თი ბი სი Z, ფულადი პრიზით (3000 ლარი) დააჯილდოვებს 25 წლამდე ასაკის, გამორჩეულ მუსიკოსს.

მთავარი პრიზის მფლობელი, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს დაჯილდოების პარტნიორისგან, კომპანია ჰერცი და ლიუმენი.  დაჯილდოების ცერემონიალის სატელევიზიო ვერსიას, ფონდის ახალი მედია მხარდამჭერი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, საახალწლო პროგრამაში გადასცემს ეთერში (თარიღი ცალკე იქნება გამოცხადებული).  წლევანდელი დაჯილდოების ტრადიციული კიდევ ერთი პარტნიორი,  რადიო უცნობია.  დაჯილდოების ძირითადი მხარდამჭერი, როგორც ყოველთვის თბილისის მერიაა.

საჯარო ხმის მიცემა წელს 9 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი, ინტერნეტ გვერდზე electronauts.ge.

არსებული ნომინანტები საჯარო ხმის მიცემისა და ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით შეირჩა (40% ონლაინ გამოკითხვა, 60 % ჟიური).

გამარჯვებული ნომინანტები კი, გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც კვლავ Leno Records-ის მხარდაჭერით, კინოსტუდია “ქართული ფილმის” დარბაზში, შეზღუდული დასწრების ფორმატში, რომელიც 11 დეკემბერს ჩატარდება.

 

საკონცერტო ნაწილში სრულიად ახალი და ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან:  TAMADA, BAD HABITZ, ELLARGE , MECHANICAL RAINBOW, 4D MONSTER LOBSTERS, TOKE და სხვა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.