fbpx

თეგეტას ზრუნვის მასშტაბური კამპანია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მარიამ მაღულარია

 

რამდენიმე დღის წინ სქროლვისას ვიდეო შემხვდა, საახალწლოდ რომ გვხვდება ფიდში ისეთი. ვუყურე და ვიფიქრე, ახალ წელს, როგორც ყველაზე კაშკაშა და მხიარულ დღესასწაულს ყველა ერთნაირად ელის? ყველა ერთნაირად ხვდება? 

ვიდეო, რომელიც თეგეტას გვერდზე გვხვდება, ადამიანებს გვახსენებს და გვაჩვენებს ზრუნვის საჭიროებას და იმას, რომ უამრავი რამის შეცვლა ჩვენს ხელშია, უბრალოდ, მთვარია, ეს ჩვენი ყურადღების მიღმა არ დავტოვოთ. 

 

ზუსტად ამ საზოგადო პრობლემებსა და ზრუნვის მნიშვნელობაზე გვიყვება თეგეტას ახალი, მასშტაბური საახალწლო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს, სასიკეთო ცვლილებების მისაღწევად, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააერთიანოს.

ვიდეოს საუნდტრეკი აგებულია ვაჟა-ფშაველას ცნობილ ლექსზე – “რამ შემქმნა ადამიანად”. მუსიკალური კომპოზიცია და ვოკალური შესრულება Sophie Villy-ის ეკუთვნის. ვიდეოში სათქმელის გადმოცემის საინტერესო ხერხია შერჩეული – კადრები ტექსტის შინაარსს ემთხვევა და სტრიქონების შესაბამისად, ზრუნვის საჭიროების მქონე ადამიანებისა თუ ცხოველების სენტიმენტალურ მომენტებსა და ნატვრებს წარმოაჩენს.

კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პლატფორმა — tegeta.care, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს იმ ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებიც მწვავე პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავენ. პლატფორმის მეშვეობით, თეგეტა ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს – დააფინანსოს, მხარი დაუჭიროს, ან თუნდაც, სოციალურ ქსელში გაზიარებით, პრობლემის შესახებ ცნობადობა გაზარდოს.

 

AT.ge კამპანიის შესახებ თეგეტას წარმომადგენლების მოსაზრებებს გაგაცნობთ:

 

მარიამ კარკალაია – თეგეტას მარკეტინგის დირექტორი

„ადამიანების უმრავლესობას აქვს სურვილი, რაიმე მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილების თანამონაწილე გახდეს. თუმცა, ხშირად, ბევრი ჩვენგანი ფიქრობს, რომ ამის მიღწევა მხოლოდ რაიმე დიადი საქმით – გმირული ქმედებითაა შესაძლებელი. სინამდვილეში კი, სხვისი ცხოვრების თუ სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად, გმირობა სულაც არაა საჭირო.

თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად აქვს შანსი, ერთი მზრუნველი ქმედებით დიდი სასიკეთო ცვლილება გამოიწვიოს – შეცვალოს განწყობა, მიანიჭოს ბედნიერება, განსაზღვროს ერთი ადამიანის ცხოვრება, და ზოგჯერ, მთელი სამყაროც კი.  სწორედ ამაშია ზრუნვის უდიდესი ძალა — ზრუნვა მართლაც ცვლის სამყაროს. სწორედ ამ დაკვირვებაზე ავაგეთ წინასაახალწლო კამპანია.“

 

ნათიკა ბერძული – თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი

„თეგეტა ქართული კომპანიაა 26-წლიანი ისტორიით, რომლისთვისაც ზრუნვა ყოველთვის იყო და არის მამოძრავებელი ღირებულება. ზრუნვის ძალის თეგეტაში ყოველთვის გვჯეროდა. რომ დასვათ კითხვა, რას საქმიანობს თეგეტა? ჩვენი პასუხი იქნებოდა – თეგეტა ზრუნავს. ზრუნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. ზრუნავს, რომ ბიზნესი განვითარდეს. ზრუნავს, რომ განათლების დონე ამაღლდეს, ადამიანებმა უფრო თანასწორუფლებიან გარემოში იცხოვრონ, ცხოველებმა კი, უფრო უსაფრთხოში.

ზუსტად ამიტომ ვეხმარებით სხვადასხვა ორგანიზაციას და ამიტომ შევქმენით პლატფორმა — Tegeta Care. ამით, ზრუნვის მსურველ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, შემოგვიერთდნენ, მარტივად გააკეთონ დონაცია და ერთად უზრუნველვყოთ სასიკეთო ცვლილებები. ამავდროულად, www.tegeta.care ერთგვარი მედიაპლატფორმაა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის – ემსახურება მათ შესახებ ცნობადობის გაზრდას და მუდმივად გაუწევს საინფორმაციო მხარდაჭერას.“  

 

 

პავლე გაბრიჭიძე – კამპანიის კრეატიული დირექტორი 

 „ჩვენ მიერ შექმნილი ვიდეო ყველასთვის ნაცნობ, ახლობელ და აქტუალურ პრობლემებს ეხება. ვიდეოში სხვადასხვა პერსონაჟის რამდენიმე სიუჟეტი ვითარდება. თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ისტორია და ახალი წელი აქვს. 

პატრონის მიერ მიტოვებული ძაღლი, სანაგვესთან დატოვებული მეტისი კნუტები, მარტოსული ხანდაზმულები, ემიგრანტი მშობლებისგან განშორებული ბავშვის მოლოდინი, ქუჩაში ლიმონის გამყიდველი ბაბუ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მოკრძალებული ახალი წელი, თუ ფარეხში მცხოვრები ობოლი ბავშვის თვალებში ჩამდგარი სევდა… თითოეული ისტორია ჩვენ გარშემო არსებულ რეალობას ასახავს. ამიტომაც, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვიდეო რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. 

ვიდეოს პოზიტიური დასასრულით ჩვენი მთავარი სათქმელი ისაა, რომ ზრუნვა ცვლის სამყაროს. ჩვენ კი, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს წელი ყველასთვის ჯადოსნური იყოს.“

 

მარიამ კარკალაია – თეგეტას მარკეტინგის დირექტორი: „ხაზგასასმელია, რომ კამპანიის მთავარ მესიჯში ახალი წელი არ ვახსენეთ. ამას თავისი მიზეზი აქვს – ჩვენთვის ეს თემა ძალიან ძვირფასია და არ გვინდოდა, მხოლოდ წინასაახალწლო კამპანიით შემოვფარგლულიყავით. “

ნათიკა ბერძული – თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: “ეს კამპანია არ არის ერთჯერადი საახალწლო აქტივობა. ის თეგეტას ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი და ზრუნვის მასშტაბური აქტივობის მხოლოდ დასაწყისია. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ თეგეტა, სხვადასხვა აქტივობით, მუდმივად შეეცდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ. ამიტომ, შემოგვიერთდით და კიდევ ერთხელ, ერთად დავამტკიცოთ, რომ ზრუნვა ცვლის სამყაროს.”

 

დარწმუნებული ვარ, თეგეტას ეს კამპანია კიდევ ბევრი წელი გაგრძელდება, რაც ახალ წელს ყველასთვის ჯადოსნურს გახდის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.