გალერეა Life N Style-ში რომანოზის პერსონალური გამოფენა გაიმართება
გააზიარე სტატია
9 დეკემბერს, 19 საათზე, გალერეა Life N Style (შ. დადიანის 8) წარმოგიდგენთ რომანოზის ახალი ნამუშევრების სერიას – XO-Z.
რეალობას აქვს თავისი კოდები, მათი ამოცნობა სამყაროში ბევრ ცვლილებას იწვევს. სერიაში XO-Z სწორედ ერთ-ერთი მათგანია ამოხსნილი.
რომანოზი ტრანსცენდენტალური მხატვრობის ფუძემდებელია. მას 20-ზე მეტი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. რომანოზი მსოფლიოში პირველი რევოლუციური და უნიკალური პროექტის ავტორია, მან 2019 წელს ნახატები გამოფინა სტრატოსფეროში, ხოლო 2021 წელს დედამიწიდან 45 კმ-ზე გალერეა გახსნა.