თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა! დაჯილდოების ცერემონია დღეს 19:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” შედგა. საერთაშორისო ჟიურიმ, წელს, გამარჯვებულები მხოლოდ ქართული საკონკურსო პროგრამიდან შეარჩია. რეჟისორებს პრიზები შემდეგ ნომინაციებში გადაეცათ:
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი: სოსო ბლიაძე- “ოთარის სიკვდილი”
საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდოები გაინაწილა ორმა პროექტმა: სალომე ჯაშის- “მოთვინიერებამ” და თათია სხირტლაძის -“დიდება დედოფალს”
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: მირანდა ნამიჩეიშვილი – “ტვირთი”
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა სხვა და სხვა ნიშნით, დაიმსახურეს ფილმებმა:
“პაპანაქება”, “მირაჟი”, “რატომ ვართ ერთად”, “სველი ქვიშა”, “მე-4 ბრაიტონი”.
კიდევ ერთი 90 წამიანი ფილმების კონკურსი “დეფიქთ”-ის შედეგები ხვალ იქნება ცნობილი.
22-ე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ფრანგი რეჟისორის და მსახიობის , ლუი გარელის ფილმის ჩვენებით “ჯვაროსნული ლაშქრობა” დაიხურა.
2,238 total views, 1 views today