fbpx

ქართველი მუსიკოსის ალბომი წლის 10 საუკეთესო გლობალურ ალბომს შორისაა


გააზიარე სტატია


საერთაშორისო ინტერნეტ-ჟურნალი – PopMatters 2021 წლის მსოფლიოს ათ საუკეთესო მუსიკალურ ალბომს აქვეყნებს, რომელთა შორის ანი ზაქარეიშვილის „მტირალაცაა“.

როგორც გამოცემაში პოპ-კულტურის კრიტიკოსი  წერს, როდესაც ვსაუბრობთ მუსიკაზე, როგორც გლობალურ ფენომენზე, ძალზე მნიშვნელოვანია გავიგოთ მოძრაობა, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი. აღნიშნულ სიაში არსებული ყველა ალბომი გლობალური მუსიკალური შემოქმედების პროდუქტია.

გლობალური მნიშვნელობის ალბომებში, როგორც PopMatters თავის შედგენილ სიას ახასიათებს, აფრო-ბრაზილიურ სტილსა და ინდურ-აზიურ შემოქმედებას შორის ანი ზაქარეიშვილის ალბომი – „მტირალა“ მე-7 პოზიციას იკავებს.

 

იგი თბილისელი ხელოვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ალბომია. როგორც ალბომის სახელიდან (ეროვნული პარკი აჭარაში) ჩანს, მასში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ექსპერიმენტული ელექტრომუსიკით  შექმნილი პარკის ჩანჩქერებისა და მთების ხმების ერთგვარი  პორტრეტებია წარმოდგენილი.

PopMatters-ის 10 საუკეთესო გლობალური მუსიკალური ალბომის სია ასეთია:

#1. Yat-Kha – We Will Never Die [The Lollipoppe Shoppe]

 

#2. Joseph Ray & Lakou Mizik – Leave the Bones [Anjunadeep]

 

#3. Kasai Allstars – Black Ants Always Fly Together, One Bangle Makes No Sound [Crammed Discs]

 

#4. Yndi – Noir Brésil [Nascimento/Grand Musique]

 

#5. Gájanas – Čihkkojuvvon [Bafe’s Factory]

 

#6. Farhot – Kabul Fire, Vol. 2 [Kabul Fire]

 

#7. Ani Zakareishvili – Mtirala [CES Records]


#8. Satomimagae – Hanazono [RVNG Intl./Guruguru Brain]

 

#9. Toumani Diabaté & The London Symphony Orchestra – Kôrôlén [World Circuit]

 

#10. Guy Buttery, Mohd. Amjad Khan & Mudassir Khan – One Morning in Gurgaon [Riverboat]

ორიგინალი: https://www.popmatters.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.