დათო ბორჩხაძის ფილმმა “მეზობელი” ლოს ანჯელესშიც გაიმარჯვა
გააზიარე სტატია
ქართული კინო სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს საერთაშორისო ასპარეზზე – ამის დასტურია კიდევ ერთი, 38 წლის ქართველი რეჟისორის, დათო ბორჩხაძის ახალი ნამუშევარი “მეზობელი“. ფილმმა საზღვaრგარეთ არაერთ ნომინაციაში უკვე გაიმარჯვა, ერთ-ერთია ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი.
ფილმმა Super Shorts International Film Festival Los Angeles -ზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ დათო პროფესიით რეკლამის რეჟისორია და „მეზობელი“ მის კარიერაში მეორე ფილმია, რომელზეც უმუშავია. პირველად მან 2010 წელს ფილმი “სეზონი“ გადაიღო.



