Trieste Film Festival-ის ოფიციალური პოსტერის ავტორია ქართველი არტისტი ტეტეშკა.
კინოფესტივალი 1989 წლიდან იმართება. იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი იტალიური ფესტივალია.
ტეტეშკას (ნათია ტეტიაშვილი) ნამუშევარი #TSFF33-ის თემებსა და ნარატივს ეხმიამება -ქალის იდენტობების მრავალმხრივობის იდეას.
კინოფესტივალი ტრადიციულად 21 იანვარს აიღებს სტარტს და 27 იანვარს დასრულდება.
ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი არის სხვადასხვა კინოორგანიზაციის (Friuli Venezia Giulia Audiovisual Regional Fund, the Trieste Film Festival, EAVE, ANTENNA MEDIA TORINO, MEDIA DESK ITALIA,) ერთობლივი ღონისძიება, რომელიც ევრიმაჟის პატრონაჟით იმართება იტალიაში, ტრიესტეს კინოფესტივალზე.
მთავარი მიზანია გაუმჯობესდეს თანამშრომლობა აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის. იმართება ინდუსტრიული შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში, ინდივიდუალური შეხვედრები პროექტების მიხედვით და ა.შ.
მთავარი მიზანია ყველა რეგიონის და ქვეყნის კინოსექტორის წარმომადგენლების დაახლოება.
პ.ს შარშან დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა