fbpx

ნიკა ქუთათელაძის გამოფენა ‘აგვისტოში მიმინო ზის ცაზე’


გააზიარე სტატია

ფოტო: ინდიგო

 

ინდიგო და ართბითის მოძრავი გალერეა წარმოგიდგენთ ნიკა ქუთათელაძის სივრცით-სპეციფიკურ ნამუშევარს ‘აგვისტოში მიმინო ზის ცაზე’.

ინსტალაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის მეხსიერების კვლევას ეფუძნება და ომის გამოცდილებას შემოქმედებითი პერსპექტივით აანალიზებს. ნამუშევრის მიზანი ახალი სააზროვნო კუთხის პოვნა და კონფლიქტის შესახებ დიალოგის ახალი ფორმის გაჩენაა.

ნამუშევარში ცოცხლდება მეხსიერების ფრაგმენტული ნარჩენები, პირადი ისტორიები და ობიექტური მოცემულობები, რომლებიც ისტორიული პრობლემების ახლებურად გააზრების შესაძლებლობას გვაძლევს.

ნამუშევარი ასახავს დროის სხვადასხვა მონაკვეთს:
• ომის დასაწყისს
• ომის მიმდინარეობას
• ომის შემდეგ პერიოდს

გამოფენა 28 ნოემბერს გაიხსნა და სამი კვირის განმავლობაში ღია იქნება დამთვალიერებლისთვის.

პროექტის მხარდამჭერია: კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური

მისამართი: მოძრავი გალერეა, რიგის პარკი, კუპრაძის და მებრძოლთა ქუჩის კვეთა, ვარკეთილი 3, 1 მიკრორაიონი, თბილისი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.