fbpx

გიორგი კონტრიძის ნამუშევარი – “გუჯია” Window Project-ის ვიტრინაში


გააზიარე სტატია

Window Project რუსთაველის 37 მდებარე საჯარო სახელოვნებო ვიტრინაში  წარმოგიდგენთ გიორგი კონტრიძის  ნამუშევარს – “გუჯია”.

ინსტალაცია მოიცავს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნამუშევრებს, რომლებიც ქაღალდზე ზეთის საღებავითაა შესრულებული. ფერწერულ გამოსახულებაზე დატანილი წარწერები, სარკისებური პროპორცია ნამუშევრებს პოსტერის სახეს სძენს. 

ინსტალაცია ეძღვნება გუჯიას, ხელოვანის ბიძას, რომელიც მის დაბადებამდე მოკლეს და, რომლის შესახებ გიორგის „მოგონებები“ მხოლოდ სხვა ადამიანების მეხსიერებაში შემორჩენილ კეთილ ისტორიებს ემყარება. 

გიორგი კონტრიძე დაიბადა ოზურგეთში, სწავლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების და დიზაინის ფაკულტეტზე – VA[A]DS-ში. 

მისი პერსონალური გამოფენა – Bad Dogs ფაბრიკის სახელოვნებო სივრცეში გაიმართა. ის VA[A]DS-ის სტუდენტების ჯგუფური გამოფენების მონაწილეა გორში, ქუთაისსა და Open Space-ში.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.