fbpx

გოგი ალექსი-მესხიშვილის სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში


გააზიარე სტატია

 

უილიამ შექსპირი – „მეფე ლირი“, ეჟენ იონესკო – „მარტორქა“, არისტოფანე – „ლისისტრატე, რუჯერო ლეონკავალო – „ჯამბაზები“, ანტონ ჩეხოვი –  „ალუბლის ბაღი“, ვოლფგან ამადეუს მოცარტი – „ჯადოსნური ფლეიტა“ – ამ  პიესებზე გოგი ალექსი-მესხიშვილის სკოლის მოსწავლეებმა ნამუშევრები შექმნეს.

მაკეტები, ინსტალაციები, ესკიზები და კოსტიუმები ახალგაზრდა ხელოვანებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში 16 დეკემბერს წარადგინეს.

გამოფენაზე წარმოდგენილ სცენოგრაფიულ პროექტებზე 8 ავტორი წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა.

გამოფენა 15 იანვრამდე გაგრძელდება.

თანამედროვე დიზაინის სკოლა მხატვარმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა 7 წელია დააფუძნა. სკოლაში თეატრალური კოსტიუმი და კონსტრუირება, პიესა, მაკეტი, სივრცესთან მუშაობა, თეატრალური ტექნოლოგია და თანამედროვე ხელოვნების ისტორია ისწავლება.

 

აჩიკო შამახია

 

გიორგი გორგიაშვილი

 

ანტონ ჩეხოვი „ალუბლის ბაღი“- ელენე რუხაძე

 

არისტოფანე „ლისისტრატე“-თათია მოდებაძე

 

რუჯერო ლეონკავალო „ჯამბაზები“ – კატო გელაშვილი

 

„მომავლის ტრიპტიქი“ – ქეთევან გუნია

 

ეჟენ იონესკო „მარტორქა“- ქეთევან ნიკოლაძე

 

მარიამ ხარაიშვილი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.