fbpx

Vetements-ის კრეატიული დირექტორი გურამ გვასალია გახდა


გააზიარე სტატია

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ძმა, გურამ გვასალია Vetements-ის კრეატიული დირექტორი გახდა. ამის შესახებ მან საკუთარ ინსტაგრამზე დაპოსტა. 

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by GURAM GVASALIA (@gvasalia)


“ყველაფერს თავისი დრო აქვს. კოლექცია AH22-23 25-ზე მუშაობის შემდეგ გადაწყდა, რომ მოდის სახლის კრეატიული დირექტორი მე გავხდე. Vetments-სთვის გასული წლები საკმაოდ რთული აღმოჩნდა და ზუსტად ვიცი, შევძლებ ის ძველებურად წარმატებულ ბრენდად ვაქციო. ის ჩემთვის ბრენდზე მეტია. თუმცა, მიზეზი მხოლოდ ეს არ არის – შემეძლო ეს საქმე ჩუმად მეკეთებინა. მაგრამ იმ ბავშვებს, რომლებიც  არაპრივილეგირებული ოჯახებიდან  , არიან და  ოცნებობენ დიზაინი ისწავლონ, მინდა ვუთხრა, რომ ომის დროს ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა – ეს ჩემი ისტორიაა და  მათ  არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი   პოტენციალის სრულად გამოვლენაში“, – წერს დიზაინერი. 

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by VETEMENTS (@vetements_official)


მოდის სახლი Vetements დემნა და გურამ გვასალიებმა 2014 წელს დააარსეს. დემნა შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ხოლო გურამი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წელს დემნამ მოდის სახლი დატოვა, ახალ კოლექციებზე უცნობი გუნდი მუშაობდა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.