fbpx

Hitori Ni-ს ახალი ვიდეოს პრეზენტაცია Project Fungus-ის გამოფენაზე


გააზიარე სტატია

ქართველმა არტისტმა Hitori Ni-მ რია ქებურიას სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში გამართულ Project Fungus-ის გამოფენაზე ახალი ვიდეო წარადგინა.

იდეა კოვიდსასტუმროში ყოფნისას დაიბადა, რომელიც კარანტინის დასრულებისთანავე რეალობად იქცა.

„კოვიდის გამო რეზიდენციის დატოვება მომიწია. კარანტინში ყოფნისას მომივიდა ვიდეოს იდეა, რომლის გადაღებაც გამოსვლისთანავე დავიწყე. ჩემივე შექმნილი მუსიკა დავადე, რომელსაც შემდეგ ვოკალიც დავამატე.

მომავალში ვაპირებ ვიდეოს სერიების გაგრძელებას, რომელშიც ჟანრი და თემატიკა ყოველთვის განსხვავებული იქნება, თუმცა ყველა ქართულენოვანი და სხვადასხვა სოციალური პრობლემის შესახებ.“

ამბავი გამოცდილი ჯადოქრის არასწორი შელოცვით გამოწვეულ პრობლემას ეხება, რომელიც ორ სამყაროს შორის გაიჭედა და ცდილობს სხვადასხვა შელოცვების დახმარებით გაიკვლიოს გზა, თუმცა უშედეგოდ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.