„უხილავი ფიგურები“ – ანა ჩადუნელის გამოფენა the why not gallery-ში
ფოტო: სანდრო სულაბერიძე
the why not gallery წარმოგიდგენთ ხელოვან ანა ჩადუნელის გამოფენას, „უხილავი ფიგურები“.
გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ზღვარი წარმოსახულსა და რეალურს შორის ბუნდოვანია, ყველაფერი ნაცნობს წააგავს, მაგრამ ამავდროულად არის ერთგვარი ილუზია.
ანა ჩადუნელის პრაქტიკა მოიცავს მულტიდისციპლინურ მედიუმებს, როგორიცაა ინსტალაცია, ფერწერა, ვიდეო, გრაფიკა და სკულპტურა. თავის ნამუშევრებში ის ქმნის გარემოს, სადაც წარმოსახვითი და რეალური სამყაროები ერწყმის ერთმანეთს, გამოგონილი საგნები და მცენარეები იღებენ ორგანულ ფორმებს და ქმნიან სივრცეებს, სადაც მაყურებელს შეუძლია გახდეს ინსტალაციის ნაწილი.
ანა ჩადუნელი: „invisible figureს გამოფენა the why not gallerystan თანამშრომლობით შეიქმნა, გვანცა ჯიშკარიანის და ელენე კაპანაძის კურატორობით.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ერთმანეთთან კავშირშია თითქოს ეს სხვადასხვა მედიები იმეორებენ ფორმებს და ფიგურებს, ნამუშევრებში მუდამ მეორდება წარმოსახვითი და ფანტაზიური ლანდშაპტები და მცენარეები და მისი მსგავსი ირგანული ობიექტები, ფერწერაში გამოყენებული ტემპერა და აკრილი ტრადიციულ ფრესკების მხატვრობით ინსპირებული, სადაც ბუნებას და მცენარეებს მხოლოდ ორნამენტის ფუნქცია აქვს და თითქმის ჩრდილში მოქცეული, ამ ნამუშევრებით მინდოდა მთავარი ფოკუსი ეს გარემოებები ყოფილიყო.“