fbpx

ლევან კოღუაშვილის “მეოთხე ბრაიტონმა“ საუდის არაბეთის ისტორიულ კინოფესტივალზე გაიმარჯვა


გააზიარე სტატია

 

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ფილმის – “მეოთხე ბრაიტონის“ პრემიერა ნიუ-იორკში, ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ამავე ფილმის ქართული პრემიერა კი 2021 წლის თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 

AT.ge-სთვის სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფილმმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – ქართველი რეჟისორის კინოსურათს საუდის არაბეთში პირველად გამართულ, ფაქტობრივად ისტორიულ საერთაშორისო კინოფესტივალზე – Red Sea Film-ზე საუკეთესო ფილმის პრიზი გადასცეს. 

ისტორიული ფესტივალის, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან კულტურულ ცვლილებებზე მეტყველებს, ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი ოსკაროსანი კინორეჟისორი ჯუზეპე ტორნატორე იყო. 

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ამავე რეჟისორის ფილმმა Cinema Paradiso-მ ლევან კოღუაშვილზეც იქონია გავლენა და კინორეჟისორის პროფესიის არჩევისკენ უბიძგა. 

 

“მეოთხე ბრაიტონი” 70 წლის მოჭიდავეზე, ოლიმპიურ ჩემპიონზე გვიყვება, რომელიც თბილისიდან ნიუ-იორკში თავისი შვილის დასახმარებლად მიემგზავრება. 

მთავარ როლს არაპროფესიონალი მსახიობი, ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს.

ფილმში თავისი ბოლო როლი შეასრულა ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდარულმა მსახიობმა კახი კავსაძემ, რომელიც 2021 წლის 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.