fbpx

ლევან სონღულაშვილის კატალოგის, “Triptychos” პრეზენტაცია


გააზიარე სტატია

19 დეკემბერს წიგნის მაღაზიაში, They Said Books ლევან სონღულაშვილის ახალი კატალოგის, „Triptychos” პრეზენტაცია გაიმართა.

კატალოგი გალერეა WINDOW PROJECT-მა შექმნა, რომლის დიზაინერი და ფოტოგრაფი გიორგი დადიანია.

“Triptychos”-ი, ცოტა ხნის წინ, თბილისის ეროვნულ გალერეაში გამართულ, ხელოვანის ამავე სახელწოდების სოლო გამოფენას ეხება.

გამოფენა ნამუშევრებს სამ ეტაპად სამ სხვადასხვა გარემოში აერთიანებს. მაქსიმალურად პერფორმატიული ხასიათის გამოფენა მნახველს სამ ერთმანეთისგან ცალკემდგომ, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ აქტს სთავაზობს და მას ცხოვრებისეული წინაღობებისა და უწყვეტი გარდაქმნების გადააზრებისკენ მოუწოდებს.

ლევან სონღულაშვილი ნოუ-იორკში მოღვაწე ქართველი არტისტია, რომლის ნამუშევრებიც სხვადასხვა მედიუმებს აერთიანებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.