fbpx

ყავა და კინო


გააზიარე სტატია

ყავა ჩვენი ცხოვრების შეუცვლელ პროდუქტს  წარმოადგენს. ბევრისთვის შეიძლება ყავის დალევის ცერემონიალს ისეთივე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავოს, როგორც დავუშვათ, ინგლისურ ან იაპონურ კულტურაში ჩაის. ყავა მთელი მსოფლიოს შეუცვლელ ნაწილად იქცა, ერთ-ერთი ვერსიით ყავის სამშობლოდ ეთიოპია ითვლება, ხოლო მისი პირველი მომხმარებლები მწყემსები იყვნენ. ალბათ დამეთანხმებით, რომ მწყემსებისთვის კოფეინი მართლაც ძალიან კარგი ენერგიის წყარო შეიძლება გამხდარიყო. ყავის პოპულარობა დღითიდღე გაიზარდა და დღესდღეობით იტალიური და ბრაზილიური ყავა  მსოფლიოს მოწინავე პოზიციებს იკავებს. აქედან გამომდინარე, ევროპულ თუ ამერიკულ ფილმებში ხშირად შევხვდებით ყავის სმის პროცესს, როგორც რაღაც დიდისა და მნიშვნელოვანის ნაწილს.

ჟან-ლუკ გოდარმა  ფილმში “ორი ან სამი რამ, რაც მის შესახებ ვიცი”  ყავა გამოიყენა როგორც პოეტური სიმბოლო, ამქვეყნიური საგანი, რომელიც შემდგომ იქცა რაღაც ამაღლებულად. ფინჯანი ყავის საშუალებით ფილმი აღწევს პოეტური შესაძლებლობების გამჟღავნებას ობიექტში და ის ხვდება რაღაც ამაღლებულს. ყავა ჩვენ წინაშე იქცევა გალაქტიკად, რომელიც დიდი სამყაროს პატარა ნაწილს წარმოადგენს. ყავა და კოსმოსი – ეს არის სამყარო თასში და იგივე შეიძლება ითქვას გოდარის კადრზეც. 

სურათების ეს თანმიმდევრობა, რომელიც მეორდება მთელ სცენაში, როგორც ჩანს, აყალიბებს ადამიანის/ობიექტის ფრენის ცნობისმოყვარე ნიმუშს, უამრავი ორაზროვანი მზერით და ხედვის წერტილების ქსელით. თითქოს ყავის ფინჯანი რატომღაც ჩვენს ყურადღებას მოითხოვს და შიგნით გვახედებს. ნელ-ნელა ყავა ილექება და შთანთქავს ფილმის სივრცეს. პატარა კაფე-ბარი ფართოვდება და გადაიზრდება სამყაროში, რომელიც მოიცავს სუბიექტებს და ობიექტებს ერთნაირად, ესე იგი საქმე გვაქვს ონტოლოგიურ თანასწორობასთან. ყავა ამ უცნობებს შორის დამაკავშირებელი რგოლია, რომელიც მათ თანაცხოვრების, ერთად ყოფნის საშუალებას აძლევს.

ყავა გახდა ადამიანების შემაკავშირებელი მედიუმი ფილმში, რომელიც მეტყველებს  იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე ჩვეულებრივი სამომხმარებლო პროდუქტი, რა თქმა უნდა, ამას განაპირობებს მისი ენერგიის მომნიჭებელი თვისებები, მისტიციზმი და არომატით ტკბობა. ისეთ ადგილას, სადაც არა მხოლოდ სივრცე, არამედ მარტოობაა გაზიარებული, ორ ან სამ ნივთს კამერა აკავშირებს და პერსონაჟებს შორის იქმნება ინტიმი ობიექტის მეშვეობით, რომელსაც ამ შემთხვევაში ყავა წარმოადგენს. ყავის ტრიალი და ბუშტუკები არ არის წარმოდგენილი ერთი უწყვეტი კადრებით, არამედ, როგორც წესი, იყოფა რამდენიმე ნაწილად და შემდეგ ჰაერში იფანტება. ობიექტი პირველად წარმოდგენილია, როგორც ჩანართი,  „შესაძლოა, ობიექტი არის ის, რაც სუბიექტების შემაკავშირებელია, რაც გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ საზოგადოებაში, ვიყოთ ერთად“, – ჩურჩულებს მთხრობელი, თითქოს საიდუმლოს გვიზიარებს ჩვენ და მხოლოდ ჩვენ.

ყავა გოდარის გარდა უამრავი რეჟისორისთვის გახდა ფილმის მთავარი შემადგენელი კომპონენტი. მაგალითად, ჯიმ ჯარმუშის ფილმში – “ყავა და სიგარეტი” ეს წმინდა ცერემონია იქცა ფილმის  საძირკვლად, სადაც ჯარმუში ყავითა და სიგარეტით პატარა გარემოში  დიდ ინტიმს ქმნის ადამიანებს შორის, რომელიც სამყაროს ერთიანობის შემადგენელ ნაწილადაა ქცეული. სხვადასხვა ისტორიები ყავასთან ერთად ვითარდება და ეს სასმელი ხდება შთაგონების წყარო.

გაეცანით 10 დაუვიწყარ ფილმს საყვარელი ყავის დალევის სცენებით




მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.