fbpx

ცხოვრება ახალ განზომილებაში – ვილა ამბასადორი


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ მაღულარია

 

ყველას გვჭირდება ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა, დასვენება ან უბრალოდ მყუდრო გარემოში ყოფნა და ამისთვის AT.ge ახალ სივრცეს გაგაცნობთ.

ვილა ამბასადორი” თბილისთან  ახლოს, კაჭრეთში, დედაქალაქიდან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და სასტუმრო კომპლექს „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზეა გაშენებული.

შთამბეჭდავი ხედებით გარშემორტყმულ „ამბასადორი კაჭრეთში” თბილისიდან 1 საათში ჩახვალთ. სასტუმროს ტერიტორიაზე დამსვენებლისთვის ბევრი გასართობი სივრცეა, მათგან განსაკუთრებით თვალშისაცემია გოლფის მოედანი, აქვეა დიდი ჩოგბურთის კორტები, სასროლეთი, სპორტული მოედნები და საჯინიბო. ამავე სივრცეში შეგიძლიათ მაგიდის ჩოგბურთი ან ბილიარდი ითამაშოთ, დრო სავარჯიშო დარბაზში დახარჯოთ და რაც მთავარია, რამდენიმე საცურაო აუზით ისარგებლოთ. 

და აი, „ამბასადორი კაჭრეთი“ დასვენების ახალ განზომილებას – „ვილა ამბასადორს“ გთავაზობთ. 

45 ექსკლუზიური ვილა და 50 ჰექტარი გამწვანებული ტერიტორია სასტუმრო კომპლექსის – „ამბასადორი კაჭრეთის“ განუყოფელი ნაწილი გახდა. რაც მთავარია,  შეგიძლიათ  გახდეთ საკუთარი ვილის მფლობელი და ისარგებლოთ სასტუმროს ყველა უპირატესობით. წარმოიდგინეთ, ხართ საკუთარ სახლში და თან სასტუმროში ისვენებთ. რა კარგია, არა?! ხშირად დასასვენებლად წასვლა სასტუმროში გვირჩევნია, რადგან გაცილებით მოდუნებულები ვართ, სწორედ ამის შანსს იძლევა “ვილა ამბასადორი”, მაგრამ მთავარი პლუსი ისაა, რომ შენს საკუთარ სახლში  ხარ.

 

„ვილა ამბასადორის“ კონცეფცია ელეგანტური არქიტექტურისა და თანამედროვე ინტერიერის შერწყმას გულისხმობს. ერთი და ორსართულიანი ექსკლუზიური დიზაინის ვილები ფართის მიხედვით განსხვავდება. ვილები ბარდება დასრულებული რემონტით, სადაც დაგხვდებათ სამზარეულოს ავეჯი, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით.

ყველა ვილას აქვს მოწყობილი ტერასა ბუხრით. ვილა ამბასადორის მფლობელს საჩუქრად გამწვანებული მიწის ნაკვეთი გადაეცემა, რომელიც მისი საკუთრება გახდება.

აღსანიშნავია, რომ მყიდველი თავად წყვეტს, ვილა თეთრი კარკასის კონდიციაში შეიძინოს თუ რემონტით. ამ დროისთვის ყველა ვილა აშენებულია, პროექტი დასრულებულია და უკვე რამდენიმე ოჯახი თავის ახალ განზომილებაში ცხოვრობს. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, გადაწყვეტილება მიიღოთ.

საახალწლოდ ამ საოცარ შემოთავაზებაზე 5%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ამ შანსის გამოყენება 28 იანვრამდე შეგიძლიათ. 

ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ უნიკალურ ლანდშაფტში ჩაფლული ვილები ყველაზე მომგებიანი შესაძლებლობაა ინვესტიციისათვის. კომპლექსი თანაბარი წარმატებით იზიდავს ადგილობრივ და უცხოელ დამსვენებლებს, გაქირავებით მიღებული შემოსავალი კი სტაბილურად მაღალია.

მეტი კომფორტისათვის ვილის გაქირავებაზე ზრუნვა შეგიძლიათ „ამბასადორი კაჭრეთის“ მენეჯმენტს მიანდოთ. მგონი, საუკეთესო საშუალებაა საიმისოდ, რომ ახალ წელს თქვენც ახალ განზომილებაში შეხვდეთ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.