fbpx

საშობაო ბაზრობა “კომუნალ კრაფტში”


გააზიარე სტატია

19 დეკემბერს “კომუნალ კრაფტში” საშობაო ბაზრობა გაიმართა. საშობაო და საახალწლო კოლექციაში  წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრების  შექმნილი გამორჩეული, ფერადი და ლამაზი ნივთები – სხვადასხვა დეკორატიული საშობაო და საახალწლო აქსესუარები, ხელნაკეთი კერამიკული ნაძვის ხის სათამაშოები, სანთლები, სახლის დეკორატიული ნივთები, ჭურჭელი, ტექსტილი და სხვა. 

სასტუმროების ქსელი “კომუნალი” თავისი კონცეპტუალური მაღაზიით უკვე მრავალი ჩვენგანის საყვარელ ადგილად იქცა, სადაც ყოველი ახალი კოლექცია დიდ მოწონებას იმსახურებს, ცხადია, არც ეს უკანასკნელია გამონაკლისი, რომელმაც სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა და დღესასწაულების მოლოდინისა და მოახლოების სურვილი გაამძაფრა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.