ANOUKI x Moët & Chandon კოლაბორაცია
საახალწლოდ ორი ცნობილი ბრენდის – ქართული ANOUKI-სა და ფრანგული Moët & Chandon-ის კოლაბორაცია შედგა.
კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა სპეციალური, ექსკლუზიური სასაჩუქრე ყუთი, რომელშიც მოთავსებულია მინი Moët Chandon-ის ბოთლი და ANOUKI-ს გამორჩეული და პოპულარული აქსესუარი – თმის ბაფთა. ბაფთის დიზაინი სპეციალურად ამ კოლაბორაციისთვის შეიქმნა და მისი ფერები – შავი და ოქროსფერი, ასევე სტილი, კარგად გამოხატავს როგორც ANOUKI-ს, ასევე, Moët & Chandon-ის შამპანურის ბრენდის ხასიათს. კოლაბორაციასთან დაკავშირებით ასევე შეიქმნა სპეციალური ვიდეო- და ფოტოსესია.
კოლაბორაციის მიზანი იყო ისეთი სასაჩუქრე ყუთის შექმნა და მომხმარებლებისთვის შეთავაზება, რომელიც შეძლებს სადღესასწაულო განწყობის შექმნა/ამაღლებას და უბრალოდ გაამარტივებს საახალწლო საჩუქრის შერჩევას.
სასაჩქურე ყუთები შეზღუდული რაოდენობით, სულ 50 ცალი დამზადდა და 25 დეკემბრიდან ექსკლუზიურად გაიყიდება მხოლოდ ANOUKI-ს მაღაზიაში, ი. თარხნიშვილის 2-ში.
ვიდეო: ARIALBOLD x HOLAFILM
ფოტო: თორნიკე აივაზიშვილი