შენი საჩუქარი – არომატული სურვილებით მეამასგან
ახალი წლის მოსვლას განსაკუთრებული სიხარულით ელოდება ყველა ჩვენგანი: წინა საახალწლო დღეების განუყოფელი ნაწილი კი დადებითი ემოციების და ბედნიერების გაზიარებაა, სწორედ ამიტომ, მეამამ დაიწყო საახალწლო კამპანია “შენი საჩუქარი”, რომლის მიზანია, კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოს საახალწლო საჩუქრების შერჩევის გამოცდილება.
საახალწლოდ მეამამ შენთვის და შენი საყვარელი ადამიანებისთვის ყველაზე არომატული საჩუქრები შეარჩია. შენი საჩუქარი შეგიძლია აღმოაჩინო ონლაინ მაღაზიის გზამკვლევში და ბრენდულ სივრცეებში, სადაც სურვილის შემთხვევაში მეამას ელჩებიც ჩაერთვებიან შერჩევის პროცესში.
მეამას ყავის არომატი სახლში ბევრისთვის უკვე ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, ზოგისთვის კი ჯერ ისევ ახალი თავგადასავალია. საახალწლო საჩუქრების გზამკვლევში ნახავ ყველაფერს, მათთვის ვისაც ყავის სიყვარული აერთიანებს: ყავის როგორც ახალი ისე, უკვე საყვარელი კაფსულები, საახალწლო ნაკრებები ყავის აპარატებით და ფერადი აქსესუარების ახალი კოლექცია.
მეამას საახალწლო ნაკრებებში, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პრემიუმ შეთავაზებას – მეამას დახვეწილი დიზაინის, ვინტაჟური აპარატის ნაკრებს, რომელშიც შედის ევროპული ფორმატის კაფსულები და სხვადასხვა აქსესუარები. ეს დაუვიწყარი საჩუქარია, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გამორჩეული სტილის და ყავის მოყვარულებისთვის.
თითოეული შენაძენი უკვე გამზადებულია სასაჩუქრედ. შეგიძლია, ბარათზე ახალი წლის სურვილები დაწერო და შერჩეული საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ მოათავსო.
საახალწლო სამზადისი და განწყობა Meama Collect-შიც გრძელდება. მენიუს დაემატა 5 ახალი კოქტეილი: ლუნგო გლინტვეინით, კარამელის ცხელი მაკიატო, შოკოლადის მოკა ზეფირით, ზამთრის ირლანდიური და ესპრესო მარტინი. დღეიდან ზამთრის ცივ დღეებში შეგიძლია Meama Collect-დან საახალწლო ყავის სასმელები გაიყოლო, ბევრი ისეირნო, გათბე და ახალი გემოებით შეიქმნა ახალი წლის განწყობა.