სტიმული – სხეულისა და წონის კორექციის სრული სერვისი
“არ არსებობს სილამაზე ჯანმრთელობის გარეშე.”
თბილისში, დარიალის 19 ნომერში მდებარეობს კლინიკა სტიმული, რომელიც ნამდვილად ამართლებს სახელს. აქ მისულ ადამიანს სხეულისა და წონის კორექცია თანამედროვე აპარატურით შეუძლია, რომელსაც ამერიკული და ევროპული სერტიფიკატები აქვს. და რაც ყველაზე მთავარია, თავდაჯერებულობას კლინიკის დამფუძნებელი, ექიმ-ენდერმოლოგი თამუნა იდუკაშვილი თავისი მცირერიცხოვანი სტაფით ნამდვილად შეგმატებთ, რადგან მისთვის მთავარი პაციენტთან შემოქმედებითი მიდგომაა.
“პატარა რომ ვიყავი, გარშემო თითქმის ყველა გოგონას ჰქონდა სხეულზე რაღაც ისეთი, რისი შეცვლაც უნდოდა, ეს განსაკუთრებით წონას ეხებოდა. მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და ადამიანი როგორიც იბადებოდა, ისე უნდა მომკვდარიყო. არ არსებობდა ესთეტიკური და პლასტიკური მედიცინა. აი, ასე ვცხოვრობდით მაშინ”, – გვიყვება თამუნა და ასევე იხსენებს, როგორ დადიოდნენ მთელი თბილისის ქალები ცნობილ წოპესთან, ვახტანგ ხურციძესთან, ცხვირის კორექციისთვის.
ქალები ცხადად ხედავენ თავიანთ გარეგნობაში ცვლილების აუცილებლობას, ამ დროში კი, მაშინდელისგან განსხვავებით, ესთეტიკური მედიცინა ისტერიულად ვითარდება. თამუნა გვიყვება, რომ მაშინ კუს ნაბიჯებით მიდიოდნენ წინ და ყველაფერი ძალიან, ძალიან რთული იყო.
“სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და ნევროლოგიის განხრით ვაპირებდი მუშაობას, თუმცა იმ დროს, 90-იან წლებში, რაღაც ახალი აპარატი ჩამოვიდა, რომელიც მიოსტიმულაციას, გალიფეების, მოდუნებული კუნთების აღდგენას, სხეულის დეფორმირებული ადგილების კორექციას აკეთებდა. ისე დამაინტერესა, საკუთარი თანხებით შევიძინე. ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო – არ ვიცოდი რას ვყიდულობდი, რა იყო, როგორ უნდა მოვქცეულიყავი”.
აღმოჩნდა, რომ ექიმმა-ენდერმოლოგმა თამუნა იდუკაშვილმა ბევრი შრომის, სწავლის, ახალი ხედვების შეჯამებისა და ძლიერი სურვილის ფონზე შეძლო და დღეს “სტიმულს” ერთგული მომხმარებლები და ბევრი ახალი პაციენტი ჰყავს.
რატომ სტიმული?
სტიმული არის იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველა გზა გაიარა გასახდომად, თავისი სხეული დეტალურად იცის და მისთვის ვარჯიშის პროცესიც ცნობილია, მაგრამ “სტიმულის” მიდგომები და აპარატურა სჭირდება.
ეს არის იმის შანსი, რომ ისეთი იყო, როგორიც გსურს. უზარმაზარი შესაძლებლობის აპარატურა განკუთვნილია ქალისა და კაცის ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.