ფოტოლატარეა – 29 დეკემბერს სამი გამარჯვებული გამოვლინდება
საახალწლო ფოტო-ლატარეა წელს პირველად იმართება. შეიძინეთ ბილეთები, შეავსეთ საკონტქატო ინფორმაცია, მიიღეთ იღბლიანი კოდი და შანსი, მოიგოთ ფოტოები – სამი გამორჩეული ქართველი ფოტოგრაფისგან.
წარმოდგენილი ავტორები არიან დავით კაკაბაძე, დავით მესხი და ვატო წერეთელი.
ფოტო-ლატარეა ფოტო-აუქციონის საახალწლო გარდასახვაა, რომელიც პირველად იმართება. ამ ახალ წელს ფოტო-აუქციონმა ფოტონამუშევრის ფლობის ახალი გზა შემოგვთავაზა, რომელიც ერთჯერადად ლატარეის ფორმატში ჩატარდება.
ფოტო-აუქციონის რწმენით, ფოტონამუშევარი საკუთარ სრულფასოვან ფორმას ბეჭდური სახით, ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოჩენისას ავლენს.
თამაშის პრინციპების გამოყენება ფოტოგრაფიის ქონის ახალ შესაძლებლობებსა და ხელმისაწვდომობას საინტერესოდ წარმოაჩენს. საახალწლოდ, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა რისკის ფასად და მცირედი დანახარჯით, დაეუფლოს შესანიშნავ ფოტოს და განიცადოს გამარჯვების სიხარული.
ლატარეის ბილეთის ფასი 10 ლარია, მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შემთხვევითობის პრინციპით, ნებისმიერი მონაწილე შეიძლება გახდეს გამარჯვებული – ადამიანი, რომელიც ორიგინალ ფოტოს სახლში წაიღებს და საკუთარი ცხოვრების ნაწილად აქცევს. სწორედ ეს არის ფოტო-აუქციონის მთავარი მამოძრავებელიც – ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მცირედი დანახარჯითაც კი, დაეუფლონ ხელოვნების ნიმუშს.
______________
ბილეთები ონლაინ: https://forms.gle/
ასევე ფიზიკური სახით დახლებთან:
- თანამედროვე ხელოვნების ცენტრი: დოდო აბაშიძის 10
- The why not gallery: დავით აღმაშენებლის გამზირის 150
- ფოსტა და კონა: წინამძღვრიშვილის ქ. 49
- Books from Past: გ. ახვლედიანის 10
- Magnolia Film Lab: ეგნატე ნინოშვილის 8 (ფაბრიკა)
______________
ლატარეა გაიმართება 29 დეკემბერს, 19:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. მისამართი: თბილისი, დოდო აბაშიძის #10.
ონლაინ ტრანსლაციის სანახავად თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდებს.
www.instagram.com/photo_auction_/
www.facebook.com/gallerywarehouse