fbpx

ქსოვილების ორნამენტი აჭარიდან – ახალი ციფრული გამოცემა


გააზიარე სტატია

ავტორი: მარიამ მაღულარია

 

ახალი პროექტი – ციფრული გამოცემა ეძღვნება ქსოვილის ორნამენტებს აჭარიდან და აერთიანებს ამ რეგიონის სამუზეუმო და კერძო კოლექციებში არსებულ ეთნოგრაფიულ სინამდვილესა და სამეცნიერო ნაშრომებში შემონახული ქსოვილების ნიმუშებს. 

გამოცემაში თავმოყრილი ნიმუშების ძირითადი ნაწილი ნაქსოვია, ხოლო ნაწილი – ნაქარგი. ასევე წარმოდგენილია ბამბის ქსოვილზე ნაქარგით და აპლიკაციით შესრულებული ორნამენტული კვადრატებით გაფორმებული „კედლის ფარდაგები“. გამოცემა მოიცავს ორნამენტის როგორც ციფრულ, ვექტორულ ფაილებს, ისე დედნების ფოტოებს.  

გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით კი რეწვის ოსტატებისთვის, დიზაინერებისა და ამ თემით დაინტერესებული მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს აჭარის ხალხური ქსოვილების მრავალფეროვანი ნიმუშები და მათი გრაფიკულად დამუშავებული ციფრული ვარიანტები.

პროექტი დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის“ კონკურსის ფარგლებში. პროექტის თანადამფინანსებელია ქედის მუნიციპალიტეტის მერია.

პროექტის მთავარი პარტნიორები არიან სსიპ „აჭარის მუზეუმი“ და ა(ა)იპ ეთნოგრაფიული მუზეუმი „ბორჯღალო“.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციების – „კულტურა მომავლისათვის“, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციისა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ. პროექტის ავტორია ნინო რაზმაძე, რედაქტორი – ანა შანშიაშვილი, შემდგენლები: ნინო რაზმაძე, თემურ ტუნაძე.

სამომავლოდ დაგეგმილია აჭარაში სოციალური საწარმოს –  „რეწვის სახლი აჭარაში“ დაფუძნება და ქსოვის ტექნიკის გამოკვლევა, ძაფის ბუნებრივი მასალებით ღებვისა და ქალთა ნადის ტრადიციების აღდგენა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.