fbpx

რომელია თქვენი იდეალური ფინჯანი ყავა?


გააზიარე სტატია

 

რომელია თქვენი იდეალური ფინჯანი ყავა?

იცოდით, რომ ყავას თავისი სხეული აქვს? ადვილად წარმოსადგენია, თუმცა არც ისე ადვილად შესამჩნევი. ყავის სხეული – ეს არის მისი ფიზიკური მახასიათებელი – სიმძიმე, რომელსაც ყავის დალევისას ვგრძნობთ. 

ყავის სხეულს, ისევე როგორც მის გემოსა და სხვა მისთვის დამახასიათებელ თვისებებს, განსაზღვრავს პირველ რიგში ის, თუ რომელ ტექნიკას მივმართავთ ყავის მოსამზადებლად. ტექნიკას კი  იმის მიხედვით ვირჩევთ,  როგორია ჩვენთვის იდეალური ფინჯანი ყავა. არსებობს ყავის მომზადების რამდენიმე ხერხი, თუმცა ალბათ ყველა ვთანხმდებით ყავის აპარატის გემოვნურ თვისებებზე.

არსებობს ყავის მომზადების რამდენიმე ცნობილი ხერხი. სანამ ყავის აპარატზე გადავალთ, იქამდე ვისაუბროთ მოკას ჩაიდნის ტექნიკაზე, რომელიც ესპრესოს მომზადების პიონერია.  ყველასთვის ნაცნობი ალუმინის რვაკუთხა ჩაიდანი იტალიაში 1933 წელს შეიქმნა. მას მოკას ჩაიდანი ჰქვია, თუმცა იტალიელები უბრალოდ macchinetta-ს ეძახიან. ყავის მოხარშვის ეს მეთოდი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. ბევრი მოკას ჩაიდნის ყავას ესპრესოსაც ეძახის. ტექნიკურად შესაძლოა დავარქვათ კიდეც ესპრესო, რადგან ისევე როგორც ესპრესოს შემთხვევაში, მოკას ჩაიდანიც ყავას წნევის გამოყენებით ამზადებს.

თუმცა რაც შეეხება გემოს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ის არც ისე ესპრესოა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ესპრესოსგან განსხვავებით, მოკას ჩაიდანში უფრო ცხელი წყალი და უფრო დაბალი წნევა გამოიყენება. ეს ერთი შეხედვით პატარა ნიუანსი კი გემოს მკვეთრად ცვლის. ამ მეთოდით მომზადებულ ყავას, როგორც წესი, არ აქვს ქაფი.

ახლა კი, რაც შეეხება ჩვენს მეფეს – ესპრესოს.

ესპრესო ყავის მომზადების ალბათ ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელიც მსოფლიომ 1901 წელს გაიცნო და მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ყავის მომზადების ოქროს სტანდარტად იქცა.

ესპრესო ძალიან კონცენტრირებული ყავაა ძლიერი სხეულით, არომატითა და მდიდარი ნოტებით.  რა თქმა უნდა, იდეალური ესპრესოს მომზადების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა ესპრესოს იდეალური აპარატია.

 უკვე 100 წელიწადზე მეტია, შვეიცარიული კომპანია Franke სამზარეულოს ინდუსტრიაშია. ყავის აპარატების მიმართულებით კი მომხმარებელს სთავაზობს როგორც ტრადიციულ – ნახევრად ავტომატიზებულ, ასევე სრულად ავტომატიზებულ – იგივე „მარცვლიდან ფინჯნამდე“ აპარატებს.

ესპრესოს ბევრი ქომაგი ირწმუნება, რომ სრულად ავტომატიზებულ აპარატს ნახევრად ავტომატიზებული სჯობს. რა თქმა უნდა, ორივე მხარე საკუთარი არგუმენტებითაა წარმოდგენილი. ნახევრად ავტომატიზებული აპარატის უპირატესობა ისაა, რომ ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ხელთ მართვის სადავეები  და თავად აკონტროლებთ ხარშვის პროცესს. თუმცა, როგორც წესი, ასეთი ადამიანებისთვის ესპრესო მხოლოდ ფინჯანი ყავა როდია – ის ცხოვრების წესი და ხელოვნებაა. დანარჩენებისთვის კი სრულად ავტომატიზებული აპარატი იდეალური არჩევანია. 

სრულად ავტომატიზებული აპარატის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის გამორიცხავს ადამიანური შეცდომის ფაქტორს, შესაბამისად, უზრუნველყოფს სწრაფ და მუდმივად ხარისხიან შედეგს. „მარცვლიდან ფინჯნამდე“ აპარატს ერთხელ უთითებთ თქვენთვის სასურველ პარამეტრებს და ამის შემდეგ ის თავად არეგულირებს ყავის მარცვლის ზომას, დოზას, წყლის ტემპერატურას, ხარშვის დროსა და ა.შ. ასე რომ, ფიზიკურად აღარ გიტოვებთ პროცესში შეცდომის დაშვების სივრცეს.

შედეგად კი, მუდმივად მიირთმევთ Franke-ს პერსონალური „ბარისტას“ მიერ მომზადებულ თქვენს იდეალურ ფინჯან ყავას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.