fbpx

ყვითელი ყუთი/ the yellow box – ჯგუფური გამოფენა ATINATI-ს კულტურის ცენტრში


გააზიარე სტატია

ფოტო: გიორგი ნაზღაიძე

 

ხელოვანთა გაერთიანება On/Off წარმოგიდგენთ გამოფენას „ყვითელი ყუთი / The Yellow Box“. სახელწოდებაში იგულისხმება კომპნია MSC Mediterranean Shipping Company -ის ყვითელი-ოქრას ფერის საზღვაო კონტეინერი.

MSC-ის ყვითელი კონტეინერის თანამედროვე ხელოვნების ობიექტად გამოყენების იდეა პირველად 4 წლის წინ დაიბადა კოლექციონერის, ქართული თანამედროვე ხელოვნების მხარდამჭერისა და პროექტის იდეის ავტორის – ჯემალ ინაიშვილის ჯგუფ On/Off წევრებთან შეხვედრისას, როდესაც ნახა და შეიძინა დავით კუხალაშვილის ნამუშევარი „Goods” რომელზეც ცა მოჭედილია უამრავი სხვადასხვა ფერის კონტეინერით.

ჯგუფ On/Off-ის მხატვრებისთვის სწორედ MSC-ს ყვითელი კონტეინერი გახდა შთაგონების წყარო. ჯგუფი On/Off შეიქმნა 2017 წელს ქართულ კინოსტუდიაში არსებულ სახელოსნოებში და ორი წლის განმავლობაში მუშაობას აგრძელებდა Dédicace Gallery – დედიკას გალერეასთან.

ჯგუფში გაერთიანებული იყო ხუთი მხატვარი: არჩიბალდ კორძაია, გეგა ქუთათელი, გიორგი ოტიაშვილი, დავით კუხალაშვილი, თამარ ხმიადაშვილი.

მათ თემატიკაში გამოხატულია თანმედროვეობის მახვილგონივრული აღქმა, ისინი ხშირად მიმართავენ ყოველდღიური სოციალურ-პოლიტიკური მოვლენებისა და სხვადასხვა სამომხმარებლო საგნების ჩვენებას. გამოფენაზეც, „ყვითელი ყუთი / The Yellow Box“ ჯგუფმა წარმოადგინა ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული რეინტერპრეტაცია სხვადასხვა კონტექსტური გამოხატულებებით.

გამოფენის კურატორი: დედიკა ბულია

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.