„ზიანისგან დაცული“ – ანკა ბოჭორიშვილის პირველ სოლო შოუ გალერეა 4710-ში
გააზიარე სტატია
ფოტო: გიორგი ნაზღაიძე
გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ანკა ბოჭორიშვილის პირველ სოლო შოუს – „ზიანისგან დაცული“.
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები, რომლებზეც ხელოვანმა სპეციალურად გამოფენისთვის იმუშავა.
მათ შორისაა ქანდაკება და ტექსტილი, რომლებიც ხელოვანის შემოქმედებაში პირველი მცდელობაა.
ექსპოზიციის მთავარი ხაზი ანკა ბოჭორიშვილის მხატვრული სტილია, რომლითაც არტისტი თავის შექმნილ სამყაროზე და მის ბინადარ პერსონაჟებზე გვიყვება.
გამოფენა 24 დეკემბერს გაიხსნა და დამთვალიერებელს 31 იანვრის ჩათვლით გალერეა 4710-ში უმასპინძლებს, მისამართი: ამაღლების 19