fbpx

#29 მელოდრამატული ინტერვიუ გიორგი გიგაშვილთან – გურამ მაცხონაშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: გურამ მაცხონაშვილი

 

გიორგი პიანისტია და მის გარშემო სულ ისმის სიტყვები: “ნიჭიერი”, “ახალგაზრდა”, “პერსპექტიული”, “შრომისმოყვარე”. დღეს ამ ეპითეტებს მიღმა და შვეიცარიაზე, ბალენსიაგაზე, ბიონსესა და ბეთჰოვენზე ვლაპარაკობთ.

 

გურამი

გიორგი:

გურამი: სიტყვებში მარცვლების დამატება არ გიშველის!!!

გიორგი: მაპატიებ?

 

გურამი: კი, ჰონორარს მიხდიან მაგაში!

 

გიორგი:

გურამი: 3 საათია როა განსხვავება დროში ეგ ვიცი, მაგრამ სად ხარ, ეგ კი არ ვიცი.

 

გიორგი: ჟენევაში ვარ, მაგრამ ევროპის საუკეთესო ქალაქები 3 საათის განსხვავებითაა (ზამთრის დროით. ისე, ორით).

 

გურამი: აჰა, ესე იგი ჟენევა.

კაია ჟენევა?

გიორგი: ცოტა მოსაწყენი, მაგრამ არც გაუსაძლისი. როგორც აღმიწერდნენ, იმასთან შედარებით ბერლინია. 

 

გურამი: როგორ აღგიწერდნენ?

 

გიორგი: რომ 12-35 წლამდე ადამიანს იქ არაფერი ესაქმება. რომ დოკუმენტებისა და ფურცლების ქალაქია (რაც სიმართლეა).

გურამი

გიორგი: ამინ! მადლობა!

 

გურამი

გიორგი: ვაიმე, არ ვიცი. დიდი ხანია ვფიქრობ. დავიტანჯე. მოდი, ასე ვიტყვი: რაც მალე მიხვდები, რომ არ გესაქმება, მით უკეთესი. 

 

გურამი: ზუსტად ამ პასუხის მიღება მსურდა!

 

გიორგი: რაც გსურს, იმას იღებ!

 

გურამი: რამდენი ხნით იმყოფები მანდ? 

გიორგი: მეოთხე თვე დაიწყო და სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი.

 

გურამი: 36 წლამდე? (ხუმრობს)

 

გიორგი: თუ ეს არის შენთვის დიდი ხანი, იყოს ასე. (წარუმატებელი ხუმრობით უპასუხებს.)

 

გურამი: არ ვიცი, გიორგი, შენ გაგაფრთხილეს, რომ 35 წლამდე ჟენევაში არავის არაფერი ესაქმება!

 

გიორგი: ეგ პირობა უკვე დავარღვიე და ასე რომ, ახლა მომავალი თაობა თუ გაითვალისწინებს ჩემს დაშვებულ შეცდომებს.

 

გურამი: კარგი, რადგან ეს შეცდომა უკვე დაშვებულია, მომიყევი ROGORIA SHENI ERTI DGHE JENEVASHI?

 

გიორგი:

გურამი: ეს შვეიცარია მაგარი დაამუღამეთ ამ ბოლო დროს ქართველმა არტისტებმა. (დემნა გვასალიაზე მიანიშნებს)

გიორგი: დემნა გერმანულ მხარეს არის, მე – ფრანგულში. პარადოქსულია, რომ კლასიკური მუსიკა და მოდა ძირითადად ამ ორ ქვეყანაზე იშლება, ოღონდ – პირიქით.

გურამი: მე ფრანგულ ნაწილში ვმოღვაწეობ, გურამ – ასეც შეიძლებოდა.

 

გიორგი: ორი წუთის წინ ბელგიაში გეგონე. 

 

გურამი: არაფერი ბელგიაში არ მეგონე!!! ჩამიგდე აბა ჟენევის ფოტო, შენი გადაღებული. Pic or it didn’t happen.

 

გიორგი:

გურამი: აი, ბრავო!

 

გიორგი: მადლობა!

 

გურამი: ტბა არის ხომ ჟენევაში? თუ ვიგონებ?

 

გიორგი: ვერ მოიგონებ, ამ ფოტოს თუ შეხედავ!

 

გურამი: ამ ფოტოთი არ დასტურდება, რომ მაინცდამაინც ტბაა!!!

 

გიორგი: ბოდიში! კი, ტბა არის უზარმაზარი. და არამარტო ამ ქალაქს აქვს იგივე ტბა.

 

გურამი: Servette ვიცი კიდევ, საფეხბურთო კლუბი. აქ სრულდება ჩემი ცოდნა ჟენევაზე: ტბა და ფეხბურთი!

 

გიორგი: ხო ტბა ესაზღვრება კიდე ლოზანასაც და მონტროსაც. და ამ ტბასაც ჟენევის ტბა ჰქვია.

გურამი: თქვენ, ადგილობრივები…

 

გიორგი: კი. ჩვენ, აბორიგენები…

 

გურამი: ა, ახლა გამახსენდა, რომ ბალენსიაგას მაღაზია გქონდა გასთორილი წინა დღეებში. მხარს უჭერ ქართველ არტისტს როგორც შეგიძლია?

 

გიორგი: კი, ოღონდ ეგ ციურიხში იყო. შვეიცარიაში მხოლოდ ციურიხშია ბალენსიაგას მაღაზია.

 

გურამი: ნუ წუწუნებ!

 

გიორგი: მგონი, აქეთ მჭირდება მისი მხარდაჭერა.

 

გურამი: მას მერე, რაც მისი ბოტასი 4000 ევროდ შეიძინე? 😀

 

გიორგი: მაგის მეოთხედად, მაგრამ არ ვამბობ ხმამაღლა. დღეს მაგალითად ერთხელ ვჭამე 😃😃😃😃

 

გურამი: გიორგი გიგაშვილის ბოტასმა ჟენევის ქუჩებში მოძრაობა გააჩერა (ფოტო)

გიორგი:

გურამი: როგორც წესი, ამ კითხვით ვიწყებ ხოლმე ინტერვიუს, მაგრამ იმდენი ხანი დააგვიანე, დამავიწყდა დასმა. ამიტომ ახლა მითხარი, შენი აზრით, რა არის კულტურა?

გიორგი: უფრო ადვილი კითხვები მერჩივნა, მაგრამ კარგი, ვიფიქრებ.

 

გურამი

გიორგი: კულტურა არის ერთობლიობა: რწმენის, მოქცევის (behaviour) ხელოვნების, ჩვევების.

გურამი

 

გიორგი

 

გურამი

მისმინე, გასაგებია, რომ ბეთჰოვენს, ბრამსს, დებიუსს და ეგეთებს უსმენთ  კლასიკური მუსიკის შემსრულებლები, მაგრამ მე ვერ გამომაპარებთ, რომ ღამღამობით საბნის ქვეშ ჩუმად ამღერებთ ბრიტნი სპირსსა და მადონას! მოკლედ, ჩემი მომდევნო კითხვა ასეთია: გამოტყდი, რომელ პოპ-შემსრულებელს უსმენ ყველაზე ხშირად და საერთოდ, 10-დან რამდენით გევასება პაპსა?

 

გიორგი

ღამღამობით კი არა, ზემოთ ჩამოთვლილ ხალხს ნაკლებად ვუსმენ, უფრო ბიონსეს და დოჯა ქეთს. და 10-დან 10-ით შევაფასებდი ჩემს დავასების მდგომარეობას ამ ჟანრის მიმართ.

 

გურამი

გიორგი: რომელი კონსერვატორიის?

 

გურამი: YVELA!

 

გიორგი: ნურას უკაცრავად! ვინც პაპსას არ უსმენს, ის ვერ დამაჯერებს, რომ ბეთჰოვენს უსმენს😡

და საერთოდ, ბეთჰოვენიც პაპსა იყო 1800-იანებში.

 

გურამი: კი, კი, მეც ლელა წურწუმიას გავლით გავედი გია ყანჩელზე 😀

 

გიორგი: რა თქმა უნდა! 

ხუმრობა იქით იყოს და, ყანჩელის სიმფონიები “საით მიდიხარ”-ის მერე გაიგო ჩვენმა თაობამ.

 

გურამი: მართლა იქით იყოს ხუმრობა და ნატო მეტონიძე მაგრად მევასება! 10/10!

 

გიორგი: ნატო მეტონიძე ვის არ უყვარს, გამოვიდეს!😡

 

გურამი: საშუალება მომეცი მეინსტრიმში გარევის გარეშე მომწონდეს ადამიანი!!!

 

გიორგი: ახლა შენ ხუმრობ, მარა ყველაზე მეტად ვინც მეზიზღება არის ის ადამიანი, რომელიც უცნობი სახელის და გვარის მქონე არტისტს იმიტომ ასახელებს, რომ “აიიიი, არავინ არ იცის” და მეინსტრიმში არ გაერიოს!

 

გურამი: ან მეორე გზა: NANI BREGVADZE ROMELIA?

 

გიორგი: ხოოო!!!

 

გურამი: ისე, ის 15 წუთი, სანამ გელოდებოდი, მეთქი, რა ვქნა, რა ვქნა და ეგეთი რაღაც მოვიფიქრე: დავგუგლე ონლაინ თუ არსებობდა აპლიკაცია ან თამაში, სადაც ბავშვობის უდიდეს ოცნებას ავიხდენდი და დირიჟორი ვიქნებოდი! ჰოდა, აი, ნახე!

15 წუთი იდიოტივით ვიქნევდი ხელებს ლეპტოპის კამერის წინ 😀

 

გიორგი: აი, წარმოვიდგინე 😃😃😃😃😃 ახდა ნატვრა?

 

გურამი: უნდა გამოვტყდე, საშინლად ვუხელმძღვანელე 😞

 

გიორგი: “დირიჟორობა მხოლოდ ჯოხის ქნევა არ არის”. – ყველა დირიჟორი.

 

გურამი: მაგრამ გული არ დამწყვიტეს და ბოლოს მხურვალე ტაში მივიღე. და კიდევ ეს ციფრული ვარდები!!!

გიორგი:

გურამი

გიორგი: ჩვევა არა, მაგრამ რაზეც ვმუშაობ არის ის, რომ ექსპრესიულობა არ ჩანდეს დაკვრაში, არამედ იგრძნობოდეს.

 

გურამი: სხეულს გულისხმობ? მოტორიკას?

 

გიორგი: ყველაფერს. ალბათ, უფრო იმას, რომ გადამეტებული არ იყოს ის ემოცია, რომ მერე გულისრევის შეგრძნება არ ჰქონდეს მსმენელს, ან არ შეწუხდეს. თუმცა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის კომპოზიტორების ნაწარმოებებს რომ ვუკრავ, გულისრევის შეგრძნება მინდა დავუტოვო.

 

აი როგორ ვთქვა… მაგალითად, როგორც თეატრშია სარა კეინი… ან როგორი არტისტიც არის მარინა აბრამოვიჩი…

 

გურამი

გიორგი:

მაგრამ სარა კეინამდე 100 წლით ადრე ვაგნერმაც, შონბერგმაც და ბერგმაც კი იწინასწარმეტყველეს face-to-face თეატრი (In-ver-face Theare – “პირში მოხლილი თეატრი”).

 

გურამი: შენი აზრით, კლასიკურ მუსიკას შეუძლია სახალხოობის მაღალ ნიშნულს მიაღწიოს? აი, ვთქვათ, რაღაც ბაზრობის თეატრის მსგავსს.

 

გიორგი: არა, და ალბათ, იმიტომაც არის გამორჩეული. ოღონდ ცუდად არ ვამბობ. ის, რომ ცოტა “ელიტარულია” (არა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), ეს ხდის განსაკუთრებულს.

 

გურამი: აი, ვთქვათ, დეზერტირების ბაზარში რომ დადგა როიალი და  შტოკჰაუზენი დაუკრა ან იგივე ყანჩელი… რას მიიღებ?

 

გიორგი: ვთქვათ ის, რომ კონცერტზე წასვლის წინ დიდი მობილიზება გჭირდება, ყურადღება და კონცენტრაცია. თეატრისგან განსხვავებით, რომელზეც დიდსა თუ პატარას შეუძლია “გაერთოს” (ამასაც დამაკნინებლად არ ვამბობ) უბრალოდ, იმას ვგულისხმობ, რომ როდესაც ვიზუალური მხარე ემატება, იქ უკვე უფრო ადვილია ყურადღების მიპყრობა და ელემენტარული სიამოვნებისა და ემოციის მიღება. და დეზერტირების ბაზარში რომ როიალი დავდგათ, ესეც უფრო თეატრალური პერფორმანსი უფრო იქნება. არ ვიცი, შეიძლება ვბოდიალობ. ყველაზე ადვილი კლასიკურ მუსიკაში, ალბათ, ოპერის ჟანრია. იმიტომაც არის, ალბათ, ყველაზე პოპულარული. ვიზუალური და ტექსტუალური მასალა რომ ემატება, ამის გამოც. როცა იცი რას უყურებ და რას უსმენ… ძაან გამიგრძელდა…

გურამი

გურამი: აუ, ეს გამახსენდა ამ ლაპარაკისას და არ შემეძლო არ გამომეგზავნა.

გიორგი: მე – ეს:

გურამი: რა არაჩვეულებრივი ტექსტია, ღმერთო!!! იქნიე ჯოხი იქამდე, სანამ მუსიკა არ შეწყდება, შემდეგ მოტრიალდი და დარბაზს თავი დაუკარი! (ცოტა გადავაკეთე)

 

გიორგი: ჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ! გენიალურია!

 

გურამი: რამე ბინძური პაპსა გამომიგზავნე იუთუბიდან და ამით დავასრულოთ.

 

გიორგი: კლასიკური თუ პოპ?

 

გურამი: პოპის პოპი.

 

გიორგი

ქრისტინა აგილერას მომენტზე ყველა ვმღერით!

 [საუბრის დასასრული]

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.